დიდი გაცვლა მზად არის?

AutoSharing Option
15 მარტს, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სატრანსფერო ბაზარი იხურება და ამ დღის დადგომამდე "ორლანდო მეჯიქი" შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნავს.

როგორც Orlando Sentinel იუწყება, "მეჯიქის" ლიდერის დუაიტ ჰოვარდის "ლეიკერსში" გადასვლის ძალიან დიდი შანსი არსებობს. მასთან ერთად, კალიფორნიულ გრანდში შეიძლება გადავიდეს ფორვარდი ჰედო თურქოგლუ და გამთამაშებელი ჯამირ ნელსონი. სანაცლოდ, "ორლანდო" ენდრიუ ბინუმსა და პაუ გასოლს ითხოვს. წინასწარი ინფორმაციით, გარიგება პირველ მარტს შედგება.

კიდევ ერთი წყაროს ცნობით, ორლანდოელთა გენერალური მენეჯერი ოტის სმიტი საინტერესო სვლას ამზადებს. მას სურს უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ხელში ჩაიგდოს "ფინიქსის" ვეტერანი
გამთამაშებელი სტივ ნეში. ჯერჯერობით ტრეიდის დეტალები ცნობილი არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული