"ლეიკერსი" რაიმონ სეშენსს იფორმებს

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსი" უახლოეს ორი კვირის განმავლობაში გამთამაშებლის შეძენას აპირებს. თუ გაცვლაში რამდენიმე კალათბურთელი იქნება ჩართული, კალიფორნიული კლუბი პაუ გასოლს გამოეთხოვება. როგორც ამერიკული პრესა წერს, ამ მომენტისთვის "ლეიკერსში"
გადასვლის ყველაზე რეალური კანდიდატია რაიმონ სეშენსი.

25 წლის კალათბურთელის კონტრაქტი "კლივლენდთან" მიმდინარე სეზონის ბოლომდეა ძალაში და მისი ერთ-ერთი პუნქტი 2012-13 წლების სეზონამდე ხელშეკრულების გაგრძელებას ითვალისწინებს. წელს სეშენსის ხელფასი 4.3 მილიონ დოლარს უდრის.

* * *

როგორც იცით, "ყველა ვარსკვლავის მატჩზე" "ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში ცხვირი გაიტეხა. ეს მას შემდეგ
მოხდა, რაც კობის დუეინ უეიდის ხელი მოხვდა სახეში. მოგვიანებით ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ბრაიანტს ტვინის შერყევაც აქვს მოღებული.

ამ დაზიანებების გამო, ბრაიანტს, სავარაუდოდ, "მინესოტასთან" მატჩის გამოტოვება მოუწევს. კონკრეტულად უცნობია, რამდენი გაუცდება "ლეიკერსის" ლიდერს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული