"ნიუ იორკი" "კლივლენდთან" მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ თითქმის უშანსოდ აგებდა - დიდი შესვენებისთვის სტუმრები 12 ქულას იგებდნენ, მესამე მეოთხედში კი ეს უპირატესობა 17 ქულამდე გაიზარდა.
სწორედ ამის შემდეგ გამოიღვიძეს "ნიქსის" ლიდერებმა, მაგრამ გადამწყვეტი გაქცევა მასპინძლების რეზერვისტებმა განახორციელეს, რომლებმაც სასტარტოს მოთამაშეებზე მეტი ქულა დააგროვეს.
ნოვაკმა მეტოქის ფარში 5 სამქულიანი ჩააგდო. მას მხარი აუბეს სმიტმა და შუმპერტმა, რომლებმაც მეოთხე მეოთხედში ერთად 15 ქულა ჩააგდეს, დევისმა კი რვა შედეგიანი
* * *
ცუდი ამბავი შეემთხვა "დალასს". "მემფისთან" მატჩისწინა მოთელვაზე ზურგის არეში ტკივილი იგრძნო დირკ ნოვიცკიმ. სასტარტო ხუთეულში გერმანელი მაინც ვიხილეთ, მაგრამ მან მხოლოდ ცხრა წუთი ითამაშა, ერთადერთი ქულა დააგროვა და მეორე მეოთხედიდან მოყოლებული მოედანზე აღარ დაბრუნებულა. შედეგად, "მემფისმა" ყველა ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლით აჯობა "მავერიქსს" (ტყორცნების პროცენტი, მოხსნები, პასები, ჩაჭრები). "დალასმა" მხოლოდ სამქულიანები შეასრულა უკეთ, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
* * *
შარშან დერიკ როუზმა "სან ანტონიოსთან" მატჩებში საშუალოდ 37.5 ქულა დააგროვა. ამჯერად "ბულზის" ლიდერმა ნორმა ვერ შეასრულა, მაგრამ მაინც გახდა მატჩის გმირი. ის 29 ქულით შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო. გარდა ამისა, საჭირო მომენტში გაისროლა. ნილმა შორეული ტყორცნით სამ ქულამდე შეამცირა "სპურსის" ჩამორჩენა და სწორედ ამ დროს შეასრულა როუზმა ორი ზუსტი სამქულიანი.
* * *
კობი ბრაიანტის მონაწილეობა "მინესოტასთან" მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, მაგრამ ცხვირგატეხილი ვარსკვლავისთვის დროულად დაამზადეს სპეციალური ნიღაბი და "ლეიკერსის" ლიდერი მოედანზე გავიდა, თანაც შთამბეჭდავი სტატისტიკა შეაგროვა - 31 ქულა, 8 პასი, 7 მოხსნა 33 წუთში. სწორედ კობიმ შეიტანა ყველაზე დიდი წვლილი იმაში, რომ "ლეიკერსმა" ზედიზედ მეჩვიდმეტედ დაამარცხა "მინესოტა". "მგლებს" არანაირი შანსი არ ჰქონდათ, რადგან კევინ ლავი არ თამაშობდა, ხოლო "დაბლებს" საშინელი პროცენტი ჰქონდათ (რუბიომ, რიდნურმა, ჯონსონმა, ბარეამ და ელინგტონმა 34-დან 27 ტყორცნა ააცილეს).
ვაშინგტონი-ორლანდო 95:102
18:27, 23:19, 29:25, 25:31
ვ: უოლი (33), კროუფორდი (18+5 პასი), ბუკერი (7+13 მოხსნა).
რ: ანდერსონი (23+15 მოხსნა), რედიკი (15), ჰოვარდი (14+12 მოხსნა+5 დაფარება), რიჩარდსონი (12), ნელსონი (12+5 მოხსნა), დევისი (12), თურქოგლუ (11+7 მოხსნა+6 პასი).
ატლანტა-გ. სტეიტი 82:85
21:20, 17:28, 23:16, 21:21
ა: ჯონსონი (18), ტიგი (15), სმიტი (14+10 მოხსნა), ფაჩულია (13+16 მოხსნა), უილიამსი (11+12 მოხსნა).
გ-ს: ელისი (24+8 პასი), ლი (22+12 მოხსნა), უდო (12+8 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება), რობინსონი (10+5 პასი), მაკგუაირი (0+15 მოხსნა).
დეტროიტი-შარლოტი 109:94
24:23, 34:20, 25:26, 26:25
დ: სტაკი (29), ნაითი (20+5 პასი), მონრო (19+20 მოხსნა), პრინსი (14+10 მოხსნა), გორდონი (10).
შ: მაგეტი (17+5 მოხსნა), უაიტი (15), უილიამსი (14), ჰენდერსონი (13), ოგუსტინი (8+10 პასი+3 ჩაჭრა).
ნიუ ორლეანი-ტორონტო 84:95
25:29, 21:22, 23:11, 15:33
ნ-ო: ბელინელი (20+7 მოხსნა), კამანი (17+10 მოხსნა), არიზა (11+7 მოხსნა+5 პასი), აიონი (11), ჯეკი (10+6 პასი+5 მოხსნა).
ტ: დეროზანი (21+6 მოხსნა), კლეიზა (21), ბარბოზა (15), კალდერონი (12+6 პასი).
დენვერი-პორტლენდი 104:95
29:22, 33:23, 23:26, 19:24
დ: ლოუსონი (18+9 პასი+5 მოხსნა), მოზგოვი (14+9 მოხსნა), ფარიდი (13+10 მოხსნა), ჰარინგტონი (13+10 მოხსნა), აფლალო (12+6 პასი+3 დაფარება), ბრიუერი (11), ჰემილტონი (11), კუფოსი (8+11 მოხსნა+4 დაფარება).
პ: კროუფორდი (21+5 მოხსნა+5 პასი), ოლდრიჯი (20+9 მოხსნა), მეტიუზი (11), კემბი (10+3 დაფარება), უილიამსი (10).
იუტა-ჰიუსტონი 104:83
18:26 , 31:18, 27:19, 28:20
ი: მაილზი (27), ჰარისი (19), ჰოვარდი (14+7 მოხსნა), ჯეფერსონი (14+10 მოხსნა+5 პასი), ჰეივორდი (10+5 მოხსნა).
ჰ: სკოლა (18+10 მოხსნა), დრაგიჩი (14+5 პასი), ლოური (13+6 პასი+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბადინგერი (11).
ფილადელფია-ოკლაჰომა 88:92
24:26, 24:27, 19:10, 21:29
ფ: იგუოდალა (18+6 პასი+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰოლიდეი (18+3 ჩაჭრა), იანგი (16+9 მოხსნა), მიქსი (13+5 მოხსნა), უილიამსი (11+6 პასი), ბრენდი (10+10 მოხსნა).
ო: დურანტი (23), უესტბრუკი (22+13 მოხსნა), ჰარდენი (16+8 მოხსნა), იბაკა (10+8 მოხსნა+3 დაფარება), პერკინსი (3+11 მოხსნა).
ნიუ იორკი-კლივლენდი 120:103
24:31, 25:30, 33:19, 38:23
ნ-ი: ენტონი (22+5 მოხსნა), ლინი (19+13 პასი+5 მოხსნა), ნოვაკი (17), სტაუდმაიერი (14+5 მოხსნა), ჩენდლერი (13+15 მოხსნა+4 დაფარება+3 ჩაჭრა), შუმპერტი (12+3 ჩაჭრა).
კ: ჯეიმისონი (23+10 მოხსნა), ირვინგი (22+7 პასი), გიბსონი (13), ტომპსონი (11+8 მოხსნა).
ბოსტონი-მილუოკი 102:96
25:25, 25:29, 27:13, 25:29
ბ: გარნეტი (25+10 მოხსნა), ბასი (16+7 მოხსნა), ალენი (15), რონდო (15+11 მოხსნა+10 პასი), პირსი (10+6 მოხსნა+5 პასი), უილკოქსი (7+13 მოხსნა).
მ: ილიასოვა (25+10 მოხსნა), გუდენი (23+8 მოხსნა), დანლივი (10+6 მოხსნა).
მემფისი-დალასი 96:85
25:17, 22:32, 27:18, 22:18
მ: მ. გასოლი (22+11 მოხსნა+5 პასი+4 დაფარება), კონლი (20+10 პასი+4 ჩაჭრა), გეი (18+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), კანინგემი (10).
დ: ტერი (18+5 პასი), ბობუა (16), ჰეივუდი (10).
სან ანტონიო-ჩიკაგო 89:96
22:20, 20:30, 24:15, 23:31
ს-ა: ნილი (21), დანკანი (18+10 მოხსნა), გრინი (11), პარკერი (11+9 პასი+6 მოხსნა).
ჩ: როუზი (29), უოტსონი (12), დენგი (10+9 მოხსნა), ნოა (10+13 პასი).
ლეიკერსი-მინესოტა 104:85
26:18, 24:26, 33:15, 21:26
ლ: ბრაიანტი (31+8 პასი+7 მოხსნა), პ. გასოლი (15+5 მოხსნა+3 დაფარება), ბინუმი (13+13 მოხსნა+3 დაფარება).
მ: ბიზლი (14+6 მოხსნა), უებსტერი (14), რენდოლფი (12+9 მოხსნა), უილიამსი (10+7 მოხსნა), პეკოვიჩი (10+7 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"