ოდომს ნეშში გაცვლიან

AutoSharing Option
"დალას მავერიქსის" ხელმძღვანელობამ გადამწვიტა D-ლიგაში გაუშვას ფორვარდი ლამარ ოდომი, - წერს ამერიკული პრესა. ამ ნაბიჯით 32 წლის კალათბურთელი სათამაშო პრაქტიკას დაიბრუნებს და ფორმას აღიდგენს "მავერიქსში" დაბრუნების წინ.

შენახსენებთ, რომ ოდომმა 22 თებერვალს დატოვა ჩემპიონის რიგები ოჯახური გარემოებების გამო.

მიმდინარე სეზონში ოდომმა 32 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 7.7 ქულით, 4.5 მოხსნითა და 1.7 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა თავის გუნდს.

ამ სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ლამარ ოდომი კარიერაში ყველაზე უარეს სეზონს ატარებს, არადა, ამ კალათბურთელის წლიური ხელფასი 8 მილიონ დოლარს შეადგენს. ერთ-ერთ წინა ნომერში
ვწერდით, რომ "დალასის" მფლობელმა მარკ ქიუბანმა მხარდაჭერა გამოხატა ოდომის მიმართ და განაცხადა, რომ კალათბურთელის გაშვებას არ აპირებს.

მაგრამ ახლა გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "დალასის" შეფობა უახლოეს პერიოდში ლამარის გაცვლას აპირებს "ფინიქსის" გამთამაშებელ სტივ ნეშში. დავამატებთ, რომ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სატრანსფერო ბაზარი 15 მარტს იხურება.

* * *
"ატლანტა ჰოქსმა" სეზონის ბოლომდე დაიტოვა შემადგენლობაში ვეტერანი ცენტრი ერიკ დამპიე.

"ჰოქსის" ხელმძღვანელობამ ორჯერ გააფორმა 10-დღიანი კონტრაქტი დამპიესთან და ახლა, გადაწყვიტა მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაუფორმოს კალათბურთელს ვეტერანის მინიმალური ხელშეკრულება.

ერიკმა "ატლანტას" რიგებში ექვსი მატჩის ჩატარება მოასწრო და საშუალოდ 1.8 მოხსნა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული