NBA: კაირი ირვინგის უარი ავსტრალიას

AutoSharing Option
2011 წლის დრაფტის პირველ ნომერმა, "კლივლენდ კავალიერზის" მცველმა კაირი ირვინგმა გადაიფიქრა ლონდონის ოლიმპიადაზე ავსტრალიის ნაკრების შემადგენლობაში თამაში, - იტყობინება NBA-ს ოფიციალური გვერდი.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ახალბედა მელბურნშია დაბადებული და ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ავსტრალიის კალათბურთის ფედერაციამ კაირის ოლიმპიადაზე თამაში შესთავაზა.

მაგრამ გუშინ ირვინგმა განაცხადა, რომ აშშ-ის ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო. ის 2016 წლის ოლიმპიადაზე თამაშს იმედოვნებს.
ამ სეზონში კაირიმ 31 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 18.5 ქულა, 5.2 შედეგიანი პასი და 3.4 მოხსნა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული