მაიკ ბრაუნს შეგირდები აუჯანყდნენ

AutoSharing Option
ვებგვერდ ESPN.com-ის ინფორმაციით, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მოთამაშეებს სულ უფრო მეტად ეპარებათ ეჭვი გუნდის მთავარი მწვრთნელის მაიკ ბრაუნის კომპეტენციაში.

გულშემატკივრების აზრით, სპეციალისტს არ შეუძლია თამაშის ორგანიზება შეტევაში: გუნდი საშუალოდ 94 ქულას აგროვებს, რაც "ლეიკერსისთვის" უარესი შედეგია 1954-55 წლების სეზონის შემდეგ.

მოთამაშეებმა მწვრთნელის პროფესიონალიზმი "პორტლენდთან" მოგების შემდეგ განიხილეს.

"ლეიკერსმა" ბოლო ორ მატჩში წააგო აღმოსავლეთის აუთსაიდერებთან – "დეტროიტთან" და "ვაშინგტონთან".

* * *
ამასობაში, ისევ ვრცელდება ინფორმაცია "ლეიკერსის" ერთ-ერთი ლიდერის პაუ გასოლის გაცვლის თაობაზე. კალიფორნიელებმა, შესაძლოა, "ჰიუსტონში" გაუშვან ესპანელი ლეგიონერი.

"ლეიკერსს" იმედი აქვს,
რომ გასოლში გამთამაშებელ კაილი ლოურისა და ფორვარდ ლუის სკოლას მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული