NBA: რიკი რუბიოს ტრაგედია

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "მინესოტა ტიმბერვულვზს" მოუწევს თავისი ამბიციური გეგმების მომავალი სეზონისთვის გადადება, რადგან რეგულარული ჩემპიონატის დარჩენილ ნაწილს რიკი რუბიოს გარეშე ჩაატარებს.

10 მარტს, "ლეიკერსთან" მატჩის ბოლო წუთებზე ესპანელი გამთამაშებელი კობი ბრაიანტს შეეჯახა და როგორც სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რიკის მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი.

ეს იმას ნიშნავს, რომ რუბიო არა მხოლოდ NBA-ს, არამედ ლონდონის ოლიმპიადასაც უნდა გამოემშვიდობოს და მომავალი სეზონიდან გააგრძელოს "მგლების" რიგებში გამოსვლა.

"მინესოტას" ხელმძღვანელობის განცხადებით, გუნდი ესპანელის შეცვლას მალკოლმ ლით აპირებს, რომელიც დრაფტის მეორე რაუნდში აირჩიეს და ამჟამად D-ლიგაში გამოდის.

ოკეანის გაღმა სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ რუბიოს დაკარგვა აუნაზღაურებელი დანაკლისი იქნება "მინესოტასთვის", რადგან ის ეფექტურობის მხრივ კლუბის საუკეთესო სნაიპერს კევინ ლავსაც კი უსწრებდა.

ეს ვარაუდი დადასტურდა კიდეც გუშინ "ნიუ ორლეანთან" შეხვედრაში. მართალია, ლუკ რიდნურმა პარტნიორებს 10 შედეგიანი პასი გაუკეთა, მაგრამ ძალიან ერთფეროვნად გამოიყურებოდა და მისი შეტევები იოლად იკითხებოდა.

* * *
გასულ უქმეებზე რეგულარული ჩემპიონატის მატჩები იმითაც იყო გამორჩეული, რომ უკვე ნახსენებ "მინესოტასა" და "ლეიკერსის" მატჩში კალიფორნიელთა ლიდერმა კობი ბრაიანტმა 34 ქულა დააგროვა, რისი წყალობითაც კარიერაში 29 ათას ქულას მიაღწია. ამ მომენტისთვის კობის ანგარიშზე 29 022 ქულა მოდის, რაც მეხუთე მაჩვენებელია NBA-ს ისტორიაში.

* * *
საინტერესო გაცვლა შეიძლება მოხდეს სულ მალე ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. "მილუოკის" ლიდერმა ენდრიუ ბოგუტმა თავისი გუნდის ხელმძღვანელობას ტრეიდი მოსთხოვა. პარალელურად, "ვაშინგტონის" შეფობა აპირებს სხვა გუნდში გაუშვას ფორვარდი ჯავალ მაკგი.

ასე რომ, არ არის გამორიცხული, "ბაქსმა" და "უიზარდსმა" ეს კალათბურთელები გაცვალონ. ოღონდ "მილუოკის" ხელმძღვანელობას ერთი პირობა აქვს - ნებისმიერ ტრეიდში ბოგუტის მონაწილეობით, ფორვარდი სტივენ ჯექსონიც უნდა იყოს ჩართული. "მილუოკის" ხელმძღვანელობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამ კალათბურთელის თავიდან მოშორება.

* * *
კიდევ ერთი საინტერესო ჭორი "ატლანტა ჰოქსს" უკავშირდება. ამ გუნდის ხელმძღვანელობა განიხილავს ტრეიდის ვარიანტს, რომლის მიხედვითაც "ჰოქსის" შემადგენლობას შეავსებს "ორლანდოს" ვარსკვლავი ცენტრი დუაიტ ჰოვარდი. "ატლანტა" მზად არის მის სანაცვლოდ ფორვარდი ჯოშ სმიტი და ცენტრი ელ ჰორფორდი დათმოს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჰოვარდმა "ორლანდოს" დატოვების სურვილი გამოთქვა, თავის მხრივ, იგივე სურვილი აქვს ჯოშ სმიტსაც.

9 მარტი
შარლოტი-ნიუ ჯერსი 74:83
15:23, 20:16, 24:21, 15:23
შ: მაგეტი (19+7 მოხსნა), ბიიომბო (11+11 მოხსნა), ნახერა (9+5 მოხსნა+3 ჩაჭრა).
ნ-ჯ: ჰემფრიზი (20+15 მოხსნა+3 დაფარება), მოროუ (17), ფარმარი (11+7 პასი), შ. უილიამსი (6+13 მოხსნა).

დეტროიტი-ატლანტა 86:85
24:27, 17:23, 26:12, 19:23
დ: მონრო (20+7 მოხსნა), მაქსიელი (19+12 მოხსნა), პრინსი (17+5 მოხსნა), სტაკი (11+7 პასი), ჟერებკო (10).
ა: სმიტი (21+7 მოხსნა), ჯ. ჯონსონი (18+3 ჩაჭრა), უილიამსი (16), ა. ჯონსონი (10+5 ჩაჭრა).

მინესოტა-ლეიკერსი 102:105
33:21, 25:28, 20:29, 24:27
მ: პეკოვიჩი (25+13 მოხსნა), უილიამსი (22+10 მოხსნა), რუბიო (15+10 პასი), ბიზლი (15), ჯონსონი (11+4 ჩაჭრა+3 დაფარება), რიდნური (10).
ლ: ბრაიანტი (34), ბინუმი (26+10 მოხსნა), გასოლი (12+11 მოხსნა).

მილუოკი-ნიუ იორკი 119:114
36:34, 25:31, 32:18, 26:31
მ: ილიასოვა (26), ჯენინგსი (25+10 პასი+5 მოხსნა), დანლივი (25+5 პასი), დელფინო (14), გუდენი (12+10 მოხსნა+5 პასი), სენდერსი (9+11 მოხსნა+3 დაფარება).
ნ-ი: სტაუდმაიერი (27+11 მოხსნა), ენტონი (22+5 მოხსნა), ლინი (20+13 პასი+4 ჩაჭრა), ფილდზი (18+7 მოხსნა), ნოვაკი (11).

დენვერი-ნიუ ორლეანი 110:97
32:26, 18:20, 29:25, 31:26
დ: აფლალო (28), ჰარინგტონი (20+10 მოხსნა), ნენე (12+5 მოხსნა), ლოუსონი (11+10 პასი).
ნ-ო: ტომასი (18+5 მოხსნა), ჯეკი (17), ბელინელი (12), ჰენრი (12+5 მოხსნა), კამანი (10+5 მოხსნა).

ფილადელფია-იუტა 104:91
25:27, 24:20, 29:21, 26:23
ფ: უილიამსი (21), იანგი (21+6 მოხსნა), ტერნერი (16+12 მოხსნა), ჰოლიდეი (16+3 ჩაჭრა), იგუოდალა (10+10 პასი+7 მოხსნა).
ი: მილსეპი (15+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯეფერსონი (14+6 მოხსნა+3 დაფარება), ფეივორსი (14+5 მოხსნა), ჰეივორდი (13), ჰარისი (10).

ბოსტონი-პორტლენდი 104:86
27:17, 38:13, 23:24, 16:32
ბ: პირსი (22), ალენი (22), ბრედლი (12+5 პასი), გარნეტი (10+8 მოხსნა), პავლოვიჩი (10).
პ: ოლდრიჯი (22), მეტიუზი (10), ბებიტი (10+6 მოხსნა), კემბი (5+10 მოხსნა).

ოკლაჰომა-კლივლენდი 90:96
27:26, 24:23, 18:20, 21:27
ო: დურანტი (23+8 მოხსნა+8 პასი+3 დაფარება), უესტბრუკი (19), ჰარდენი (15+6 მოხსნა), იბაკა (13+7 მოხსნა+6 დაფარება).
კ: ჯეიმისონი (21+8 მოხსნა), პარკერი (14), გი (12+8 მოხსნა), ჰოლინზი (11+6 მოხსნა), სეშენსი (10), ირვინგი (9+12 პასი+6 მოხსნა+3 ჩაჭრა).

სან ანტონიო-კლიპერსი 108:120
34:33, 22:31, 34:30, 18:26
ს-ა: ჯინობილი (22+6 პასი), ნილი (18+5 პასი), დანკანი (17), გრინი (16+3 ჩაჭრა), ლეონარდი (10+6 მოხსნა).
კ: პოლი (36+11 პასი+4 ჩაჭრა), უილიამსი (33), ფოიე (15), გრიფინი (15+9 მოხსნა), ბატლერი (14), ევანსი (2+13 მოხსნა).

საკრამენტო-დალასი 110:97
31:22, 23:22, 34:28, 22:25
ს: ევანსი (17+9 მოხსნა), ტორნტონი (17), კაზინსი (15+5 პასი+3 ჩაჭრა), ტომასი (14+5 პასი), გრინი (11), გარსია (10+3 ჩაჭრა).
დ: ტერი (23), მერიონი (14+8 მოხსნა), ნოვიცკი (13+9 მოხსნა), მაინმი (12+7 მოხსნა).

10 მარტი
ვაშინგტონი-პორტლენდი 99:110
27:27, 25:28, 24:27, 23:28
ვ: უოლი (25+8 პასი), მაკგი (15), სინგლტონი (12+7 მოხსნა), იანგი (10), ბუკერი (9+10 მოხსნა).
პ: ოლდრიჯი (30+10 მოხსნა), კროუფორდი (23+5 პასი), ფელტონი (21+5 პასი), უოლასი (15+8 მოხსნა), ბატუმი (11).

მაიამი-ინდიანა 93:91 (ო)
17:26, 22:17, 21:18, 25:24, 8:6
მ: უეიდი (28+7 პასი), ჯეიმსი (27+8 მოხსნა+4 ჩაჭრა), ბოში (13+6 მოხსნა), ჰასლემი (4+11 მოხსნა).
ი: გრეინჯერი (19+7 მოხსნა), უესტი (15+10 მოხსნა), კოლისონი (14+6 პასი), ჯორჯი (12), ჯონსი (11).

მინესოტა-ნიუ ორლეანი 89:95
24:24, 20:25, 21:21, 24:25
მ: ლავი (31+16 მოხსნა), პეკოვიჩი (21+11 მოხსნა), რიდნური (14+10 პასი), ელინგტონი (12).
ნ-ო: კამანი (20+6 მოხსნა+3 დაფარება), ჯეკი (17+7 პასი), ვასკესი (12), ბელინელი (11).

ოკლაჰომა-შარლოტი 122:95
28:25, 30:15, 33:30, 31:25
ო: ჰარდენი (33), დურანტი (26+7 მოხსნა), უესტბრუკი (23).
შ: ოგუსტინი (22+7 პასი), მაგეტი (21), მულენსი (12), უაიტი (10+5 მოხსნა).

გ. სტეიტი-დალასი 111:87
26:15, 26:27, 31:24, 28:21
გ-ს: ლი (25+9 მოხსნა), რობინსონი (21+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ელისი (20+8 პასი+3 ჩაჭრა), ტომპსონი (13), კარი (10).
დ: ნოვიცკი (22), ტერი (15+5 პასი), ოქური (12).

დეტროიტი-ტორონტო 105:86
37:14, 24:23, 28:21, 16:28
ლ: სტაკი (20+8 პასი), ნაითი (19+7 პასი), ჟერებკო (13+6 მოხსნა), მაქსიელი (12+7 მოხსნა), მონრო (11+5 მოხსნა), პრინსი (10).
ტ: დეროზანი (15+5 მოხსნა), ფორბსი (12), ბეილესი (12), გრეი (10).

ჩიკაგო-იუტა 111:97
22:22, 26:19, 31:22, 32:34
ჩ: ბუზერი (27+8 მოხსნა), კორვერი (27+7 მოხსნა+6 პასი), როუზი (24+13 პასი), ბრიუერი (11+5 მოხსნა).
ი: მილსეპი (27+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჯეფერსონი (16+8 მოხსნა), ჰოვარდი (15), ბურქსი (11), ჰეივორდი (10), ტინსლი (6+10 პასი).

ნიუ ჯერსი-ჰიუსტონი 106:112
21:29, 28:30, 34:25, 23:28
ნ-ჯ: გრინი (26), ბრუქსი (23+5 მოხსნა+7 პასი), ფარმარი (18), მოროუ (12), ჰემფრიზი (10+7 მოხსნა), შ. უილიამსი (10).
ჰ: დრაგიჩი (23+5 მოხსნა+8 პასი), ლი (17), პარსონსი (16+5 მოხსნა+6 პასი), ბადინგერი (15+5 მოხსნა), დალემბერი (15), სკოლა (12+8 მოხსნა).

ფინიქსი-მემფისი 98:91
26:29, 27:22, 27:23, 18:17
ფ: დადლი (19+7 მოხსნა), გორტატი (15+9 მოხსნა), ჰილი (14+6 მოხსნა), ნეში (11+15 პასი), ლოპესი (11+7 მოხსნა+3 დაფარება), ფრაი (10+6 მოხსნა).
მ: გასოლი (21+8 მოხსნა+5 პასი), გეი (19+5 მოხსნა+5 პასი), სპეიტსი (10+5 მოხსნა), კონლი (9+10 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული