NBA: კვირის მოთამაშეები

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს კლიპერსს" "გოლდენ სტეიტთან" საშინაო წაგების შემდეგ, საკუთარ კედლებში ზედიზედ მეორე მარცხის უფლება არ ჰქონდა.

მაგრამ საქმე ის არის, რომ "ბოსტონსაც" კატეგორიულად არ აწყობდა წაგება. "სელტიქსმა" წინა დღეს ამავე მოედანზე დათმო შეხვედრა პრინციპულ მეტოქესთან - "ლეიკერსთან". საერთოდაც, ბოლო რვა გასვლით შეხვედრაში "მწვანეებმა" შვიდი წააგეს. ასე რომ, ორივე გუნდს უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა.

თანაბარი დასაწყისის შემდეგ, პირველი სპურტი მასპინძლებმა განახორციელეს - ისინი მეორე მეოთხედის შუაში 12:0 გაიქცნენ. დიდი შესვენებისთვის "კლიპერსს" საკმაოდ კომფორტული 9-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა.

მესამე მეოთხედის დასაწყისში უკვე
"კელტებმა" გაიხარეს - მათი გაქცევა 13:2 დასრულდა. სტუმრებმა რვაქულიან უპირატესობასაც მიაღწიეს, მაგრამ მეოთხედის ბოლოს მასპინძლებმა გააბათილეს ეს ჩამორჩენა.

ბოლო მეოთხედის დასაწყისში რეი ალენის სოლომ თითქოს გადაწყვიტა ამ მატჩის ბედი - "ბოსტონი" საწყისი 3 წუთის შემდეგ 10 ქულას იგებდა.

მაგრამ კალიფორნიელებმა საპასუხოდ ნამდვილი დაბომბვა მოუწყვეს მეტოქის ფარს - 17:3 და საფინალო სირენამდე ხუთი წუთით ადრე წინ გავიდნენ. დოკ რივერსის შეგირდებს კიდევ ერთი გაქცევისთვის ზრუნვა მოუწიათ. და ეს გაქცევა შედგა - მიკაელ პიეტრუსის ზუსტი ტყორცნა გადამწყვეტი სპურტის დასაწყისი აღმოჩნდა - 13:2. "კლიპერსმა" კიდევ ერთხელ თამაშში დაბრუნება ვეღარ მოახერხა.

კვირის მოთამაშეები
"მილუოკი ბაქსის" ფორვარდი ერსან ილიასოვა და "გოლდენ სტეიტ უორიორზის" მცველი მონტა ელისი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი ილიასოვა თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. თურქმა ლეგიონერმა საშუალოდ 25.0 ქულა (თამაშიდან ტყორცნების სიზუსტე - 63.8 პროცენტი, საჯარიმოები - 90.0 და სამქულიანები - 66.7), 10.8 მოხსნა და 1.5 პასი დააგროვა. ილიასოვას ანგარიშზე სამი ორმაგი დუბლი მოდის.

ოთხიდან სამი მოგება ჰქონდა გასულ კვირას "გოლდენ სტეიტს", ელისის სტატისტიკური მონაგარი 20.5 ქულა, 7.5 პასი და 2.0 ჩაჭრა იყო.

ილიასოვას კვირა

5 მარტი. მილუოკი-ფილადელფია 97:93. 11 ქულა, 18 მოხსნა, 4 პასი.
7 მარტი. მილუოკი-ჩიკაგო 104:106. 32 ქულა, 10 მოხსნა.
11 მარტი. ტორონტო-მილუოკი 99:105. 31 ქულა, 12 მოხსნა, 2 ჩაჭრა.

ელისის კვირა
5 მარტი. ვაშინგტონი-გოლდენ სტეიტი 100:120. 25 ქულა, 8 პასი, 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა.
10 მარტი. გოლდენ სტეიტი-დალასი 111:87. 20 ქულა, 8 პასი, 3 ჩაჭრა.
11 მარტი. კოიპერსი-გოლდენ სტეიტი 93:97. 21 ქულა, 11 პასი, 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა.

კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: ჯოშ სმიტი ("ატლანტა"), კაირი ირვინგი ("კლივლენდი"), ანტუან ჯეიმისონი ("კლივლენდი"), როდნი სტაკი ("დეტროიტი"), ო ჯეი მაიო ("მემფისი"), ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი"), ჯეიმს ჰარდენი ("ოკლაჰომა"), დუაიტ ჰოვარდი ("ორლანდო"), ევან ტერნერი ("ფილადელფია"), მარცინ გორტატი ("ფინიქსი") და სტივ ნეში ("ფინიქსი").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული