მასთან ერთად "ირმების" რიგებში ვიხილავთ ფორვარდ ეკპე უდოსა და ტრავმირებულ კვამე ბრაუნს. საპირისპირო მიმართულებით გაემართნენ ვეტერანი სტივენ ჯექსონი და ავსტრალიელი სუპერცენტრი ენდრიუ ბოგუტი, რომელიც ამჟამად ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს გადის.
ელისმა განაცხადა, რომ ცუდს ვერაფერს ხედავს გუნდის შეცვლაში და ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საყვარელ საქმეს სხვა ადგილას გააკეთებს.
ელისი "უორიორზის" რიგებში საშუალოდ 22 ქულასა და 6 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"