პირველი დიდი ტრეიდი

AutoSharing Option
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პირველი ხმაურიანი ტრეიდი განხორციელდა - გაფორმდა გარიგება, რომლის მიხედვითაც, "გოლდენ სტეიტის" საუკეთესო სნაიპერი მონტა ელისი "მილუოკიში" გადავიდა.

მასთან ერთად "ირმების" რიგებში ვიხილავთ ფორვარდ ეკპე უდოსა და ტრავმირებულ კვამე ბრაუნს. საპირისპირო მიმართულებით გაემართნენ ვეტერანი სტივენ ჯექსონი და ავსტრალიელი სუპერცენტრი ენდრიუ ბოგუტი, რომელიც ამჟამად ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს გადის.

ელისმა განაცხადა, რომ ცუდს ვერაფერს ხედავს გუნდის შეცვლაში და ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საყვარელ საქმეს სხვა ადგილას გააკეთებს.

ელისი "უორიორზის" რიგებში საშუალოდ 22 ქულასა და 6 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
უდომ ბოლო დროს "გოლდენ სტეიტის" სასტარტოში დაიბევა ადგილი და თავის გუნდს 5.5 ქულითა და 4.0 მოხსნით ეხმარებოდა. ბოგუტმა და ჯექსონმა წელს ჯამში 38 მატჩი ჩაატარეს და საშუალოდ 11 ქულა მოიპოვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული