NBA. რეგულარული ჩემპიონატი: მოგება დერიკ როუზის გარეშე

AutoSharing Option
დღის ცენტრალური მატჩი ჩიკაგოში შედგა - "ბულზი" "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ. ბევრის აზრით, სწორედ ასეთი იქნება აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალური წყვილი.

ცნობილია, რომ ტიმ ტიბოდოს გუნდს მთელი სეზონია ტრავმები სდევს თან. ჰემილტონი უფრო ხშირად მკურნალობს, ვიდრე თამაშობს, მწყობრიდან გამოვიდა დენგი, მატჩები გამოტოვეს უოტსონმა და ნოამ. მაგრამ მთავარი დანაკლისი, რა თქმა უნდა, დერიკ როუზია.

მისი აღიარებით (რომლის გამოც ის 25 ათასი დოლარით დააჯარიმეს), მას სხვა სუპერვარსკვლავებზე მეტი ხვდება და ამას მსაჯები ყურადღებას არ აქცევენ.

სწორედ როუზის გარეშე თამაშობდა "ჩიკაგო" გუშინდელ შეხვედრას, მაგრამ მაინც
მოახერხა გამარჯვების მოპოვება. დერიკის არყოფნით წარმოქმნილი ხვრელი კარგად ამოავსო მატჩის ერთ-ერთმა გმირმა ჯონ ლუკასმა. 29 წლის რეზერვისტმა 27 წუთში 24 ქულა დააგროვა (თამაშიდან - 9/12) და ორი საჯარიმო ჩააგდო, რომელმაც მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა.

საერთო ჯამში, "ჩიკაგოს" სათადარიგოთა სკამმა აჯობა "მაიამის" რეზერვისტებს, თანაც სამარცხვინო ანგარიშით - 56:15. ისე გამოვიდა, რომ საუკეთესო მოთამაშის გარეშე და მეორე ვარსკვლავის - კარლოს ბუზერის მხოლოდ ორი ქულით, "ხარებმა" დაამარცხეს უპრინციპულესი მეტოქე და ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი. ლებრონ ჯეიმსმა და ჩიკაგოში დაბადებულმა დუეინ უეიდმა ერთად 71 ქულა დააგროვეს (მეტოქის სასტარტო ხუთეულის 50 ქულის წინააღმდეგ). მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვების მოსაპოვებლად.

მეორე მეოთხედის დასაწყისში "ბულზმა" 21:5 გაქცევა მოახერხა და ეს მონაკვეთი გადამწყვეტი აღმოჩნდა. სტუმრები მთელი ძალით ცდილობდნენ თამაშის სცენარის შეცვლას და მესამე მეოთხედის სტარტზე მაქსიმალურად მიუახლოვდნენ მეტოქეს - 53:57. მაგრამ "ბულზმა" ისევ იპოვნა საკუთარი თავში რეზერვი და მორიგი გაქცევა მოაწყო - 19:4.

ბოლო შტურმი სამხრეთელებს ბოლოსკენ ჰქონდათ. საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე ჯეიმს ჯონსმა სამქულიანი ჩააგდო და სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. ჯარიმის ასაღებად ფლორიდელებს მხოლოდ წამი დასჭირდათ. კორვერ ჯონსის ორ ზუსტ საჯარიმოს კიდევ ერთი სამქულიანი მოჰყვა - 102:104. მესამედ ასეთი ხრიკი "ჰიტს" არ გაუვიდა და ვერც უშველიდა, რადგან ლუკასმა მშვიდად გამოიყენა ორივე თავისუფალი ტყორცნა.

ჩიკაგო-მაიამი 106:102
19:23, 34:19, 28:28, 25:32
ჩ: ლუკასი (24), ნოა (14+6 მოხსნა+4 დაფარება), ბრიუერი (12+6 მოხსნა), კორვერი (12), დენგი (11+5 მოხსნა), უოტსონი (11).
მ: უეიდი (36+7 მოხსნა), ჯეიმსი (35+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), ბოში (12).

ინდიანა-ფილადელფია 111:94
24:29, 30:22, 29:24, 28:19
ი: გრეინჯერი (20+7 მოხსნა), უესტი (18), ჰილი (17+7 მოხსნა), ჰიბერტი (14+9 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), ჰენსბრო (14).
ფ: ტერნერი (21+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰოლიდეი (17), ბრენდი (16+5 მოხსნა), იანგი (12), იგუოდალა (10+9 პასი).

ნიუ ჯერსი-ტორონტო 98:84
19:22, 22:24, 27:15, 30:23
ნ-ჯ: გრინი (26+3 ჩაჭრა), ჰემფრიზი (16+21 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება), მოროუ (15), ფარმარი (10), პეტრო (10+6 მოხსნა).
ტ: ჯ. ჯონსონი (16+4 დაფარება), ბეილესი (16+10 პასი), დეროზანი (12+5 მოხსნა), ბარბოზა (11), ბარნიანი (10).

მილუოკი-კლივლენდი 115:105
23:28, 34:27,27:23, 31:27
მ: ილიასოვა (22+8 მოხსნა), დანლივი (21+5 პასი), დელფინო (17+7 მოხსნა), ჯენინგსი (17+7 პასი+4 ჩაჭრა), გუდენი (15+13 პასი+10 მოხსნა), მბა ა მუტე (12+13 მოხსნა).
კ: ირვინგი (28+5 პასი), ჯი (19+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), გიბსონი (18), ჯეიმისონი (13+5 მოხსნა), სამუელსი (11).

საკრამენტო-დეტროიტი 112:124
32:25, 36:32, 23:40, 31:27
ს: ევანსი (23), ტომპსონი (21+15 მოხსნა), ტომასი (21), კაზინსი (14+7 მოხსნა), გარსია (12).
დ: სტაკი (35+6 პასი+5 მოხსნა), მონრო (32+11 მოხსნა), პრინსი (28+7 პასი+5 მოხსნა), ნაითი (10+11 პასი+5 მოხსნა).

გ. სტეიტი-ბოსტონი 103:105
25:21, 35:34, 17:26, 26:24
გ-ს: ტომპსონი (26), ლი (22+8 მოხსნა), რობინსონი (20+11 პასი+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), რაიტი (16+7 მოხსნა), მაკგუაიერი (10+3 ჩაჭრა).
ბ: გარნეტი (24+7 მოხსნა+5 პასი), ბასი (22+9 მოხსნა), პირსი (15+6 მოხსნა+6 პასი), პიეტრუსი (15), რონდო (8+14 პასი+6 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-ლეიკერსი 101:107 (ო)
28:20, 26:20, 16:30, 23:23, 8:14
ნ-ო: ჯეკი (30+6 პასი), კამანი (21+12 მოხსნა), ვასკესი (15+6 პასი), ბელინელი (10).
ლ: ბრაიანტი (33+5 პასი), ბინუმი (25+18 მოხსნა), გასოლი (18+10 მოხსნა), ფიშერი (11+3 ჩაჭრა), ბარნსი (10+5 მოხსნა).

ჰიუსტონი-შარლოტი 107:87
30:18, 20:22, 36:17, 21:30
ჰ: სკოლა (23), დრაგიჩი (14+10 პასი), ჰილი (14+8 მოხსნა), დალემბერი (12+10 მოხსნა), ბადინგერი (10+9 მოხსნა+3 ჩაჭრა).
შ: ბრაუნი (15+4 ჩაჭრა), მაგეტი (10), ჰენდერსონი (10), მალენსი (10), უილიამსი (10+3 ჩაჭრა).

სან ანტონიო-ორლანდო 122:111
36:35, 23:23, 30:26, 33:27
ს-ა: პარკერი (31+12 პასი), დანკანი (21+13 მოხსნა), ჯინობილი (14), სპლიტერი (12+6 მოხსნა), ლეონარდი (12+6 მოხსნა), ჯეფერსონი (11+5 მოხსნა).
ო: ნელსონი (25+7 პასი+5 მოხსნა), ჰოვარდი (22+12 მოხსნა+3 დაფარება), ანდერსონი (19+8 მოხსნა), თურქოგლუ (17).

კლიპერსი-ატლანტა 96:82
30:27, 20:15, 21:20, 25:20
კ: უილიამსი (25), ბლედსოუ (14+4 ჩაჭრა), ბატლერი (13), პოლი (13+9 პასი), გრიფინი (12+10 მოხსნა), ევანსი (6+10 მოხსნა).
ა: ჯონსონი (19+5 პასი), სმიტი (18+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ფაჩულია (12+10 მოხსნა), ტიგი (10+5 პასი).

ფინიქსი-იუტა 120:111
22:30, 31:23, 26:29, 31:29
ფ: ფრაი (26+9 მოხსნა+4 დაფარება), გორტატი (25+5 მოხსნა), დადლი (21), ჰილი (12+7 მოხსნა), ნეში (12+16 პასი).
ი: მილსეპი (18+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯეფერსონი (18+7 მოხსნა), ფეივორსი (14), ჰეივორდი (13), ტინსლი (11+8 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული