კევინ დურანტმა სიეტლს უღალატა

AutoSharing Option
"ოკლაჰომა სიტის" ლიდერმა კევინ დურანტმა გასაყიდად გამოიტანა სიეტლში საკუთარი სახლი.

NBA-ს ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა "სიეტლ სუპერსონიქსში" მხოლოდ ერთი სეზონი ჩაატარა, რის შემდეგაც მისი გუნდი 2008 წელს ოკლაჰომაში გადავიდა და დღევანდელი სახელი მიიღო.

სიეტლში თამაშისას კევინმა მოასწრო მდიდრული სახლის შეძენა, რომელიც მომდევნო ოთხი წელი, პრაქტიკულად, ცარიელი იყო და ახლა კალათბურთელმა სახლის გაყიდვა გადაწყვიტა. ამერიკული ტაბლოიდების ინფორმაციით, 550 კვადრატული მეტრის ფართობის სახლს დურანტი 2.8 მილიონ დოლარად ყიდის.

სახლის ახალი მფლობელი ამ თანხის სანაცვლოდ მიიღებს სახლს, რომლის ფანჯრებიდან შესანიშნავი ხედი იშლება, აქვს ხუთი
საძინებელი, სამი სააბაზანო, სახლის კინოთეატრი, დაცვის შესანიშნავი სისტემა. ბედის ირონიით, სახლის ტერიტორიაზე ვერცერთ საკალათბურთო ფარს ვერ იპოვით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული