კიდევ ერთი კრიმინალი

AutoSharing Option

უფრო სერიოზული პრობლემები აქვს პოლიციასთან "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველ მეტ ბარნსს. ის ძალადობაშია ეჭვმიტანილი და ერთი დღე წინასწარი დაკავების საკანში გაატარა.

პოლიციის სერჟანტმა ტიმ კარენმა სააგენტო AP-სთან საუბარში განაცხადა, რომ ბარნსი მისი სახლიდან განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ დააკავეს. კალათბურთელის მეგობარმა გოგონამ აღიარა, რომ ძალადობის მსხვერპლი გახდა, თუმცა თავად ბარნსის განცხადებით, სწორედ მასზე მოხდა თავდასხმა.

ყურმილში ისმოდა ჩხუბის ხმები და კალათბურთელის ყვირილი, რომელიც ქალს გაჩუმებას ურჩევდა. როცა პოლიცია ინციდენტის ადრილას მივიდა, ჩხუბის კვალი ქალსაც და მამაკაცსაც ემჩნეოდათ. სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ კონფლიქის

ინიციატორი კალათბურთელი იყო და პოლიციაში სწორედ ის წაიყვანეს, საიდანაც რამდენიმე საათის შემდეგ 50 ათასი დოლარის გადახდის შემდეგ გაუშვეს.

ბარსნმა ამ ზაფხულს უარყო "ორლანდოს" წინადადება კონტრაქტის გაგრძელების შესახებ და თავის მეგობარ კობი ბრაიანტთან "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" გადავიდა. "ჩემი ოცნება იყო ერთ გუნდში მეთამაშა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშესთან ერთად", - განაცხადა მეტმა. ბარნსს კალიფორნიულ კლუბთან ერთწლიანიკონტრაქტი აქვს, რომლის მიხედვითაც 1.7 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული