კარმელო დენვერიდან გარბის

AutoSharing Option

"დენვერ ნაგეტსის" ლიდერი კარმელო ენტონი იმედს არ კარგავს, რომ უახლოეს ხანში მოახერხებს ახალ გუნდში გადასვლას. Yahoo sports-ის ინფორმაციით, ენტონისთვის "ჩიკაგო ბულზისა" და "ნიუ იორკ ნიქსის" ვარიანტებით პრიორიტეტული. მაგრამ "ნეტსის" შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები ამ ბრძოლაში ფავორიტად "ჩიკაგოს" აქცევს.

"ხარებს" შეუძლიათ "დენვერს" ენტონის სანაცვლოდ ლუოლ დენგი ან ორი ახალგაზრდა კალათბურთელი - ტაჯ გიბსონი და ჯეიმს ჯონსი შესთავაზოს. ასეთი ვარიანტი ორივე კლუბისთვის მიზანშეწონილი იქნებოდა. "ჩიკაგო" ასევე მზად არის მომავალ ზაფხულს დაელოდოს და ენტონი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმოს.

ასეთივე გეგმა აქვს "ნიუ იორკს", რომელსაც

მხოლოდ 2011 წლის ზაფხულში შეეძლება კარმელოს აყვანა, როცა ედი კარის "მძიმე" კონტრაქტი დასრულდება. მაგრამ "დენვერმა", შესაძლოა, არ მოინდომოს გაისად ენტონის უკომპენსაციოდ დაკარგვა და წელსვე გაყიდოს თავისი ლიდერი. ამ შემთხვევაში, "ბულზი" და "ნიქსი" ხელმოცარულნი დარჩნენ. თუ "ნიუ იორკმა" და "ჩიკაგომ" არ იაქტიურეს, მაშინ ენტონი, შესაძლოა, "ნიუ ჯერსიში", "ჰიუსტონში" ან "ლოს ანჯელეს კლიპერსში" აღმოჩნდეს. სამივე გუნდმა გამოთქვა კარმელოს შეძენის სურვილი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული