NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კობის ცუდი მატჩი

AutoSharing Option
კობი ბრაიანტმა სეზონში თავისი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი შეხვედრა ჩაატარა. "ლეიკერსის" ლიდერმა 20-იდან 17 ტყორცნა ააცილა და ექვსიდან მხოლოდ ერთი სამქულიანი გამოიყენა. მან ჯამში 15 ქულა დააგროვა, შვიდი შეცდომა დაუშვა და რაც ყველაზე გასაკვირია, კინაღამ მატჩის გმირი გახდა.

მილსეპის საჯარიმოს შემდეგ "იუტას" უპირატესობა საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე 6 ქულას შეადგენდა. საპასუხოდ ბრაიანტმა, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ორქულიანი ჩააგდო და თან მცველს ჯარიმა მიაღებინა. ამით კობიმ სამ ქულამდე დაიყვანა ჩამორჩენა.

"ლეიკერსმა" დაცვაშიც იყოჩაღა - ბარნსმა იმავე მილსეპის ტყორცნა დაბლოკა. მასპინძლებს ცხრა წამი
რჩებოდათ თამაშის ოვერტაიმში გადასაყვანად, მაგრამ კობიმ, ისევე, როგორც მთელი მატჩის განმავლობაში, ამჯერადაც არადამაჯერებლად ითამაშა და წყალში ჩაყარა ბინუმის 33 ქულა და სეშენსის ექვსი შედეგიანი პასი. სხვათა შორის, "ლეიკერსის" ახალწვეულს არც ერთი შეცდომა არ დაუშვია. არადა, მთლიანად გუნდმა 24-ჯერ დაკარგა ბურთი.

* * *
"მაიამიმ" ზედიზედ მე-13 საშინაო მოგება დამაჯერებლად და ლამაზად მოიპოვა; თანაც, მოუგო აღმოსავლეთში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს "ორლანდოს", რომელთანაც ხუთი დღის წინ დამარცხდა.

სხვათა შორის, მარტში "ჰიტმა" არა მხოლოდ "ორლანდოსთან", არამედ "ჩიკაგოსა" და "ლეიკერსთან" წააგო და ბოლო დროს ალაპარაკდნენ იმის შესახებ, რომ "დიდი ტრიო" მხოლოდ სუსტ მეტოქეებთან გამოიყურება შთამბეჭდავად.

გასულ საღამოს სპოელსტრას შეგირდებმა დაამტკიცეს, რომ ეს მოსაზრება, მინიმუმ, საკამათოა. თავიდან საქმეს მიხედა კრის ბოშმა, რომელმაც 18 ქულა დააგროვა სადებიუტო მეოთხედში, დუეინ უეიდმა კი ბოლო მეოთხედში 14 ქულა მიითვალა. ამ დუეტს ჯამში 54 ქულა დაუგროვდა. ასე რომ, ლებრონ ჯეიმსი ამჯერად თითქმის შეუმჩნეველი იყო - "მეფეს" "მხოლოდ" 14 ქულა, 12 მოხსნა, 7 შედეგიანი პასი და 5 ჩაჭრა ჰქონდა. თუმცა ლებრონი ამის გამო დიდად არ განაწყენებულა.

ძირითადი დროის დასრულებამდე ცხრა წუთით ადრე კრის დუჰონმა "მეჯიქის" ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა - 68:69, მაგრამ ამას უეიდმა ზედიზედ 12 (!) ქულით უპასუხა, რამაც, ფაქტობრივად, მოუსპო სტუმრებს ბრძოლის სურვილი. "მაიამიმ" "ორლანდოს" წინააღმდეგობა საბოლოოდ მას შემდეგ გატეხა, რაც საფინალო სირენამდე 3 წუთითა და 45 წამით ადრე ბოშმა ერთ შეტევაში სამი ქულა აიღო და ანგარიში გახდა 84:73 "მაიამის" სასარგებლოდ.

კლივლენდი-ატლანტა 87:103

19:31, 26:28, 23:17,19:27
კ: გი (20+9 მოხსნა), ირვინგი (19+10 პასი), ჯეიმისონი (17+7 მოხსნა).
ა: ჯ. ჯონსონი (28+5 პასი), ტიგი (18), ჰაინრიხი (14), ა. ჯონსონი (10), ფაჩულია (9+12 მოხსნა).

საკრამენტო-მინესოტა 115:99
28:31, 29:26, 33:25, 25:17
ს: ტორნტონი (24+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), ტომასი (18), სალმონსი (15), ტომპსონი (13+10 მოხსნა), ჰეიესი (12+8 მოხსნა), გრინი (11+7 მოხსნა).
მ: ლავი (21+11 მოხსნა), უილიამსი (16+9 მოხსნა ), უებსტერი (14), რიდნური (13+5 მოხსნა), ბიზლი (13+7 მოხსნა), რენდოლფი (10+9 მოხსნა ).

მაიამი-ორლანდო 91:81
31:22, 19:25, 17:16, 24:18
მ: უეიდი (31+6 მოხსნა), ბოში (23+7 მოხსნა), ჯეიმსი (14+12 მოხსნა+7 პასი+5 ჩაჭრა).
ო: ჰოვარდი (18+11 მოხსნა), კ. რიჩარდსონი (15), ნელსონი (13+6 პასი+3 ჩაჭრა), ჯ. რიჩარდსონი (12).

ლეიკერსი-იუტა 99:103
20:23, 24:22, 25:30, 30:28
ლ: ბინუმი (33+11 მოხსნა), გასოლი (18+10 მოხსნა), ბრაიანტი (15+6 მოხსნა), ბარნსი (12+8 მოხსნა+6 პასი), სეშენსი (10+6 პასი).
ი: მილსეპი (24+9 მოხსნა+5 პასი+5 ჩაჭრა), კანტერი (17+8 მოხსნა), ბერქსი (17), ჰოვარდი (12+6 მოხსნა), ფეივორსი (12+10 მოხსნა), ჰარისი (12+9 პასი+3 ჩაჭრა).

კლიპერსი-დეტროიტი 87:83 (ო)
24:18, 14:23, 19:24, 17:9, 13:9
კ: პოლი (19+15 პასი+9 მოხსნა+4 ჩაჭრა), გრიფინი (17+11 მოხსნა), ფოიე (14).
დ: მონრო (23+15 მოხსნა), პრინსი (20+7 მოხსნა), ჟერებკო (14+8 მოხსნა).

მემფისი-ვაშინგტონი 97:92
21:20, 24:28, 29:18, 23:26
მ: გეი (27+9 მოხსნა), კონლი (17+6 პასი+3 ჩაჭრა), გასოლი (15+9 მოხსნა), რენდოლფი (13+9 მოხსნა), მაიო (10).
ვ: უოლი (25+6 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა+3 დაფარება), კროუფორდი (22), სერაფინი (12+12 მოხსნა).

ფინიქსი-ჰიუსტონი 99:86
26:13, 26:23, 28:28, 19:22
ფ: რედი (25), ფრაი (19+8 მოხსნა), გორტატი (15+10 მოხსნა ), ჰილი (10+7 პასი+5 მოხსნა ), ნეში (4+11 პასი ).
ჰ: სკოლა (18+7 მოხსნა ), დრაგიჩი (16+8 პასი+4 ჩაჭრა), პატერსონი (13), დალემბერი (12+6 მოხსნა), ბადინგერი (11+7 მოხსნა).

ოკლაჰომა-პორტლენდი 111:95
31:15, 26:27, 27:28, 27:25
ო: უესტბრუკი (28+5 პასი), დურანტი (26+7 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), ჰარდენი (14+7 პასი), სეფოლოშა (11+5 მოხსნა).
პ: კროუფორდი (23), ფელტონი (19+7 პასი), მეტიუზი (16+4 ჩაჭრა), ოლდრიჯი (15+6 მოხსნა), პრჟიბილა (6+11 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული