დერეკ ფიშერმა "ჰიუსტონი" დატოვა

AutoSharing Option
"ჰიუსტონ როკეტსის" ახალბედა დერეკ ფიშერი მოელაპარაკა კლუბს კონტრაქტის გამოსყიდვაზე, - წერს ამერიკული პრესა. ასე რომ, 37 წლის ვეტერანი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ "ლეიკერსმა" ცოტა ხნის წინ ტრეიდის მეშვეობით გაუშვა "ჰიუსტონში" ფიშერი და სანაცვლოდ ფორვარდი ჯორდან ჰილი მიიღო.

ახალი კოლექტიური ხელშეკრულების თანახმად, ფიშერი ვერ შეძლებს მიმდინარე სეზონში "ლეიკერსში" დაბრუნებას.

კალათბურთელის მენეჯერი ჯეიმი უიორი ჟურნალისტებს მოუყვა იმ მიზეზების შესახებ, რომლების გამოც მისმა კლიენტმა სთხოვა "ჰიუსტონის" ხელმძღვანელობას მისი კონტრაქტის გამოსყიდვა.

"მადლობას ვუხდით "ჰიუსტონის" შეფობას იმის გამო, რომ გაგებით მოეკიდნენ ჩვენს თხოვნას.
დერეკმა ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ მეექვსე ტიტულის მოგება აქვს ჩაფიქრებული", - ამბობს უიორი.

მოგვიანებით გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ NBA-ს ხუთგზის ჩემპიონის ხელში ჩაგდება სურთ "ოკლაჰომას", "ჩიკაგოსა" და "მაიამის".

"თანდერს" სჭირდება სარეზერვო პლეიმეიკერი, რადგან რასელ უესტბრუკის შემცვლელი ერიკ მეინორი ტრავმირებულია და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

ასევე წერენ, რომ "კლიპერსი" და "სან ანტონიო" არიან დაინტერესებულნი "ლეიკერსის" ყოფილი მოთამაშის გაფორმებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული