"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ფორვარდი რონ არტესტი საქველმოქმედო აუქციონზე აპირებს თავისი საჩემპიონო ბეჭდის გაყიდვას. მიღებული თანხა ფსიქოლოგების, ფსიქიატრებისა და ფსიქოთერაპევტების განათლებაზე დაიხარჯება.
როგორც NBA-ის ოფიციალური ვებგვერდი წერს, კალათბურთს არ აწუხებს ის ირონია, რომელსაც ეს ჟესტი გამოიწვევს არტესტის ბიოგრაფიის გათვალისწინებით. რონის თქმით, გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანები საზოგადოებაში არსებული სერიოზული პრობლემის შესახებ შეიტყობენ.
ფსიქოლოგთა შეფასებით, ყოველ წელს 20-25 სპორტსმენი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით. ამასთან, ლაპარაკია მხოლოდ სპორტსმენებზე და ისიც ამერიკული სტუდენტური სპორტის პირველი დივიზიონის წარმომადგენლებზე.
"ლეიკერსს" საჩემპიონო ბეჭდებს 26 ოქტომბერს, "ჰიუსტონ როკეტსთან" მატჩის
ამერიკულ პრესაში ყოველდღე ჩნდება ინფორმაცია "დენვერ ნაგეტსიდან" კარმელო ენტონის სავარაუდო წასვლის შესახებ. გუშინდელ ნომერში ვწერდით, რომ კალათბურთელისთვის პრიორიტეტული "ჩიკაგო ბულზისა" ან "ნიუ იორკ ნიქსის" ვარიანტია. ისიც შეგატყობინეთ, რომ "ხარების" ხელმძღვანელობამ "დენვერს" ენტონის სანაცვლოდ ლუოლ დენგის კანდიდატურა შესთავაზა, მაგრამ "ნაგეტსმა" ეს წინადადება არ მიიღო. ახლა "ხარები" გაცვლისთვის ჟოაკიმ ნოას ამზადებენ, რომელიც შარშან საშუალოდ 10.7 ქულას აგროვებდა.