არადა, "მავერიქსის" გულშემატკივრებმა გუშინ NBA-ს რეკორდი დაამყარეს - მათ ზედიზედ 425-ე მატჩში სრულად შეავსეს "დალასის" საშინაო არენის ტრიბუნები და ეს არის ლიგის ისტორიაში ანშლაგების ყველაზე გრძელი სერია. მაგრამ ამან "კოვბოებს" არ უშველა. ასევე არასაკმარისი აღმოჩნდა ლამარ ოდომის მონდომება, რომელსაც ძალიან უნდოდა ყოფილი თანაგუნდელების დამარცხება.
ოდომმა ზედმეტად მოინდომა
* * *
გრძელდება ჩავარდნა "კლიპერსის" თამაშში. შედეგად, კალიფორნიულ კლუბს თანდათან ეწევიან "დალასი" და "დენვერი". რა თქმა უნდა, "ოკლაჰომასთან" წაგებაში სასირცხვილო არაფერია, მაგრამ გასაკვირი იყო ის უნიათობა, რომლითაც "კლიპერსმა" ეს შეხვედრა დათმო. უკვე დიდი შესვენებისთვის დურანტის გუნდის უპირატესობა 16 ქულას შეადგენდა.
უფრო მეტიც, "კლიპერსს" აქამდე არცერთი გუნდისთვის არ მიუცია ორ მეოთხედში 66 ქულის დაგროვების საშუალება. ამ ჩავარდნის ახსნა ორი მიზეზით შეიძლება: შესაძლოა, ბლეიკ გრიფინს ნოსტალგია მოეძალა და არ სურდა იმ ქალაქის გაწბილება, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა; ან კიდევ, სტუმრებმა არ გაუფუჭეს ახალ გუნდში დებიუტი დერეკ ფიშერს, რომელსაც მაყურებელი ფეხზე ამდგარი მიესალმა.
ვეტერანმა მოედანზე 20 წუთი გაატარა და ხუთი ქულა დააგროვა, რაც მხოლოდ ორით ნაკლებია იმავე გრიფინის მონაგარზე. ცნობისთვის, პოლის, იანგისა და გრიფინის დუეტმა 34 ტყორცნიდან 25 ააცილა მიზანს.
* * *
საინტერესო დუელი შედგა ორლანდოში. თავის დროზე იქაურ "მეჯიქში" ირიცხებოდა პოლონელი ცენტრი მარცინ გორტატი. მისი დავალება დუაიტ ჰოვარდის შეცვლა იყო. ახლა გორტატი "ფინიქსის" საუკეთესო ბომბარდირია და მისი კლუბი პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის.
სწორედ ამ სტატუსით შეხვდა პოლონელი ყოფილ თანაგუნდელებს, მაგრამ ამ შეხვედრას მისთვის დადებითი ემოციები არ მოუტანია. გორტატმა შვიდიდან ერთი ტყორცნა მოათავსა კალათში და მხოლოდ 4 ქულა დააგროვა. რაც მთავარია, მარცინმა ვერ შეაჩერა "ორლანდოს" წინა ხაზი - ჰოვარდისა და ანდერსონის დუეტმა ჯამში 57 ქულა დააგროვა. ამასთან, "სუპერმენმა" 16 მოხსნის შესრულებაც შეძლო. შესაბამისად, სტუმრების ორნიშნა რიცხვით წაგება სავსებით კანონზომიერი ჩანს.
* * *
ზეიმი იყო გუშინ სან ანტონიოში. იქაურ არენაზე მოეწყო საზეიმო ცერემონია, რომელიც კლუბის ყოფილ მცველს, ბრიუს ბოუენს მიეძღვნა.
"სპურსმა" ამოიღო ხმარებიდან დაცვაში თამაშის ოსტატის 12-ნომრიანი მაისურა და ის საშინაო არენის თაღზე დაკიდა. ამ მოვლენას "სან ანტონიოს" კიდევ ერთმა ვეტერანმა ტიმ დანკანმა შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი მიუძღვნა - 21 ქულა და 15 მოხსნა.
პეკოვიჩისა და მილიჩიჩის არყოფნაში "მინესოტას" ცენტრის პოზიციაზე კევინ ლავი თამაშობდა და ლეგენდარული ტიმისგან კარგი გაკვეთილი მიიღო.
გარდა ამისა, "სპურსის" წარმატებაში 16-ქულიანი წვლილი შეიტანა დაბრუნებულმა სტივენ ჯექსონმა. მოკლედ, ტექსასელები იოლად და ლამაზად ანადგურებდნენ "მგლებს". ცუდ ხასიათზე მხოლოდ "სპურსის" დამრიგებელი გრეგ პოპოვიჩი იყო. საქმე ისაა, რომ მეორე მეოთხედის დასაწყისში მოედანი დატოვა ტონი პარკერმა.
ექიმებს მუხლის ტრავმაზე აქვთ ეჭვი. ფრანგი მოედანზე აღარ დაბრუნებულა და მისი ტრავმის ხარისხი მოგვიანებით სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდება. პოპოვიჩის შეშფოთება გასაგებია - პლეი ოფში "სან ანტონიოს" პარკერის გარეშე დიდი შანსი არ ექნება.
ტორონტო-ჩიკაგო 82:94
23:27, 28:16, 18:19, 13:32
ტ: დეროზანი (23+6 მოხსნა), ჯ. ჯონსონი (16+7 მოხსნა).
ჩ: დენგი (17+10 მოხსნა), უოტსონი (15), ლუკასი (13), ბრიუერი (12+6 მოხსნა), კორვერი (10).
ორლანდო-ფინიქსი 103:93
27:21, 30:23, 24:18, 22:31
ო: ანდერსონი (29), ჰოვარდი (28+16 მოხსნა+3 დაფარება), დევისი (16+7 მოხსნა), რედიკი (10).
ფ: დადლი (17+6 მოხსნა), ლოპესი (14+8 მოხსნა), ნეში (12), ბრაუნი (10), ტელფეირი (10).
ატლანტა-კლივლენდი 103:102 (ო)
21:36, 33:17, 18:20, 19:18, 12:11
ა: სმიტი (32+17 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), დ. ჯონსონი (22+6 მოხსნა+5 პასი), ფაჩულია (14+7 მოხსნა), ტიგი (12+7 პასი+4 ჩაჭრა), ჰაინრიხი (10), სტეკჰაუსი (10).
კ: ირვინგი (29+9 მოხსნა+9 პასი+3 ჩაჭრა), ჯეიმისონი (23+12 მოხსნა), ტომპსონი (13+5 მოხსნა), ჰარისი (11+6 მოხსნა), გი (9+13 მოხსნა).
ოკლაჰომა-კლიპერსი 114:91
33:30, 33:20, 22:21, 26:20
ო: დურანტი (32+9 მოხსნა+5 პასი), უესტბრუკი (19), იბაკა (15+8 მოხსნა+3 დაფარება), ჰარდენი (10+6 მოხსნა+5 პასი).
კ: ფოიე (23), პოლი (13+10 პასი+5 ჩაჭრა), იანგი (12), ჯორდანი (12+6 მოხსნა), უილიამსი (11).
დენვერი-დეტროიტი 116:115
40:18, 22:39, 29:34, 25:24
დენ: ლოუსონი (25+6 პასი), აფლალო (23), ჰარინგტონი (16+8 მოხსნა), მაკგი (15+7 მოხსნა+3 დაფარება), ფარიდი (12+5 მოხსნა), ჩენდლერი (11+10 მოხსნა).
დეტ: გორდონი (45+8 პასი), ნაითი (16), მონრო (13+11 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჟერებკო (12+6 მოხსნა), ბინუმი (10+6 პასი).
ფილადელფია-ნიუ იორკი 79:82
11:19, 24:24, 23:16, 21:23
ფ: ჰოლიდეი (16+6 პასი), იგუოდალა (13+8 მოხსნა+6 პასი), მიქსი (13), უილიამსი (13), ბრენდი (12+12 მოხსნა+5 დაფარება).
ნ-ი: სტაუდმაიერი (21+9 მოხსნა), ლინი (18+5 მოხსნა), ენტონი (10+5 მოხსნა).
ნიუ ჯერსი-ვაშინგტონი 89:108
25:33, 28:23, 19:28, 17:24
ნ-ჯ: დ. უილიამსი (17), უოლასი (13), ჰემფრიზი (13+16 მოხსნა), მოროუ (13).
ვ: კროუფორდი (23+3 ჩაჭრა), ნენე (22+10 მოხსნა), მეისონი (16), უოლი (12+8 პასი+5 მოხსნა), სერაფინი (12).
ნიუ ორლეანი-გ. სტეიტი 92:101
26:24, 19:20, 27:31, 20:26
ნ-ო: ჯეკი (19+11 პასი+10 მოხსნა), კამანი (13+9 მოხსნა+5 პასი+4 დაფარება), ჰენრი (13), სმიტი (12+7 მოხსნა).
გ-ს: ტომპსონი (27+5 მოხსნა+5 პასი), ლი (25+11 მოხსნა), რაში (16), რობინსონი (8+10 პასი).
სან ანტონიო-მინესოტა 116:100
32:16, 24:31, 35:24, 25:29
ს-ა: დანკანი (21+15 მოხსნა), ლეონარდი (16+9 მოხსნა), ჯექსონი (16), ნილი (16+4 ჩაჭრა), გრინი (14+7 მოხსნა), სპლიტერი (11+7 მოხსნა+5 პასი).
მ: ბარეა (18+11 პასი), ლავი (17+12 მოხსნა), ტოლივერი (16+5 მოხსნა), ელინგტონი (15), უებსტერი (11).
დალასი-ლეიკერსი 93:103
29:27, 15:30, 28:23, 21:29
დ: ნოვიცკი (26+10 მოხსნა), ტერი (23).
ლ: ბრაიანტი (30+5 მოხსნა), გასოლი (27+9 მოხსნა), სეშენსი (17+9 პასი+5 მოხსნა), ბარნსი (11+9 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"