ამ კალათბურთელმა ეს დაზიანება "დალასთან" ამასწინდელ მატჩში მიიღო და მიმდინარე სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს.
ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა რუდი ლონდონის ოლიმპიადისთვის აღდგენას.
წლევანდელ ჩემპიონატში ფერნანდესმა 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 8.6 ქულა, 2.1 მოხსნა და 2.4 პასი დააგროვა.
თუ ფერნანდესი ვერ მოასწრებს ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის აღდგენას, ეს იქნება ესპანეთის ნაკრების მეორე სერიოზული დანაკლისი.
შეგახსენებთ, რომ მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო სეზონს გამოეთიშა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"