NBA. რეგულარული ჩემპიონატი: რეკორდების მატჩი

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე გამორჩეული შეხვედრა გაიმართა ოკლაჰომაში, სადაც "მინესოტა" ჩავიდა სათამაშოდ. "მგლები" აგრძელებენ პლეი ოფისთვის ბრძოლას, მაგრამ რიკი რუბიოს მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ ამის შანსი მინიმალურია. თუმცა "ვულვზს" ნებისმიერი მეტოქის გამწარება შეუძლია, რაც კინაღამ "თანდერთან" მატჩში გააკეთა.

ამ მატჩში ორი ოვერტაიმი იყო, თუმცა "ოკლაჰომას" მეოთხე მეოთხედის ბოლოს რამდენიმე შეცდომა რომ არ დაეშვა, ეს შეხვედრა ბევრით არაფრით იქნებოდა გამორჩეული. სირენამდე ორი წუთით ადრე უესტბრუკის სამქულიანით მასპინძლები ხუთი ქულით გავიდნენ წინ. საპასუხოდ, კევინ ლავმა ბარეას ნასროლს დაამატა, შემდეგ კი საშუალო დისტანციიდან ჩააგდო რიდნურმა.

იქვე
არ გაუმართლა უესტბრუკს, რომელმაც საკუთარ თავთან წააგო მოხსნა - მცველს ბურთი ხელიდან გაუვარდა. ამის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა, მაგრამ ცოტა ხნით. სირენამდე ოთხი წამით ადრე დურანტმა სამქულიანი ჩააგდო. მოკლე დროში პასუხმა არ დააყოვნა - ლავმა არ შეიმჩნია უესტბრუკის წინააღმდეგობა და დაამტკიცა, რომ შემთხვევით არ გამხდარა სამქულიანების კონკურსის გამარჯვებული. 116:116 - და ოვერტაიმი.

პირველ ხუთწუთეულში უფრო ახლოს გამარჯვებასთან უკვე სტუმრები იყვნენ. ტოლივერის ზედიზედ ხუთი ქულით "მინესოტა" ოვერტაიმის დასრულებამდე 45 წამით ადრე ხუთი ქულით გავიდა წინ. მაგრამ უესტბრუკისა და დურანტის ზუსტი ტყორცნებითა და ლავის გარბენით ანგარიში მალე გათანაბრდა. "მგლებისთვის" გამარჯვების მოტანა შეეძლო ბარეას, მაგრამ ბოლო წამებზე არაზუსტად ისროლა.

მეორე ოვერტაიმში ადელმანის შეგირდებს მოგების შანსი აღარ ჰქონდათ - მატჩი მასპინძლების 9:2 გაქცევით დასრულდა.

როგორც ხშირად ხდება, ასეთ მარათონში რამდენიმე რეკორდი დამყარდა. პირადი რეკორდები დაამყარეს ლავმა (51 ქულა და 7 სამქულიანი), ბარეამ (14 შედეგიანი პასი) და უესტბრუკმა (45 ქულა). გარდა ამისა, დურანტმა (40 ქულა) და უესტბრუკმა NBA-ს რეკორდი დაამყარეს - აქამდე ლიგის ისტორიაში თანაგუნდელებს სეზონის ორ მატჩში ერთდროულად არასოდეს გადაულახავთ 40-ქულიანი ზღვარი. 19 თებერვალს "დენვერთან" მატჩში უესტბრუკმა 40, დურანტმა კი 51 ქულა დააგროვა.

ისტორიაში შევიდა ხუან-ხოსე ბარეაც - მან კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა და პირველი სამხრეთამერიკელი გახდა, ვინც NBA-ში ამგვარ წარმატებას მიაღწია. ცნობისთვის, ბოლოს "მინესოტაში" სამმაგი დუბლი შორეულ 2007 წელს კევინ გარნეტმა შეასრულა.

23 მარტი
შარლოტი-მილუოკი 92:112
20:21, 20:31, 28:31, 24:29
შ: ჰენდერსონი (29), ბრაუნი (13), უოკერი (13+7 აეპელთჩ), მაგეტი (10), ტომასი (10+7 მოხსნა).
მ: მბა ა მუტე (20+8 მოხსნა), ილიასოვა (15+8 მოხსნა), დანლივი (15), გუდენი (14+12 მოხსნა), ელისი (13), ჯენინგსი (12).

ინდიანა-ფინიქსი 111:113
31:28, 30:26, 18:32, 32:27
ი: გრეინჯერი (28), ჰიბერტი (19+7 მოხსნა+3 დაფარება), ჯორჯი (15), ჰენსბრო (13+7 მოხსნა).
ფ: გორტატი (23+8 მოხსნა), ჰილი (22), ნეში (12+17 პასი), ფრაი (11), რედი (10), დადლი (10).

ატლანტა-ნიუ ჯერსი 93:84
21:20, 22:24, 19:25, 31:15
ა: სმიტი (30+12 მოხსნა), ტიგი (17+6 პასი), ჯ. ჯონსონი (16+5 პასი), ჰაინრიხი (14), უილიამსი (11).
ნ-ჯ: დ. უილიამსი (20+8 პასი), ჰემფრიზი (17+8 მოხსნა), მოროუ (11), გრინი (10).

ოკლაჰომა-მინესოტა 149:140 (2ო)
30:29, 33:32, 31:27, 22:28, 13:13, 20:11
ო: უესტბრუკი (45+6 პასი), დურანტი (40+17 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), ჰარდენი (25+6 პასი), პერკინსი (12), კოლისონი (11+3 ჩაჭრა).
მ: ლავი (51+14 მოხსნა), ბარეა (25+14 პასი+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), ტოლივერი (23+7 მოხსნა), რიდნური (13+8 პასი), უილიამსი (12), ელინგტონი (12).

სან ანტონიო-დალასი 104:87
24:21, 28:24, 18:18, 34:24
ს-ა: გრინი (18+6 პასი), დანკანი (15+12 მოხსნა), ბონერი (14+5 პასი), ლეონარდი (12+8 მოხსნა), ჯინობილი (11+7 მოხსნა+7 პასი), ჯექსონი (10+8 მოხსნა).
დ: ტერი (18), ნოვიცკი (16), კიდი (14+7 მოხსნა), მაინმი (11+9 მოხსნა), ბობუა (10+5 პასი).

იუტა-დენვერი 112:102
30:32, 33:23, 31:21, 27:26
ი: ჯეფერსონი (23+8 მოხსნა), ჰეივორდი (15+7 მოხსნა+7 პასი+3 დაფარება), ბერქსი (15), მილსეპი (14), ჰარისი (13+9 პასი), მაილსი (12), ფეივორსი (12+7 მოხსნა).
დ: ჰარინგტონი (20+10 მოხსნა), ფარიდი (16+8 მოხსნა), აფლალო (14), მილერი (14+6 პასი), ჩენდლერი (13), მაკგი (11).

ტორონტო-ნიუ იორკი 96:79
25:16, 14:20, 31:17, 26:26
ტ: დეროზანი (30), ბარნიანი (21+7 მოხსნა), ფორბსი (19), კალდერონი (2+10 პასი).
ნ-ი: სტაუდმაიერი (17), ნოვაკი (15), ენტონი (12+9 მოხსნა), ჩენდლერი (2+11 მოხსნა).

ორლანდო-კლივლენდი 93:80
31:20, 24:20, 17:23, 21:17
ო: ანდერსონი (17+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰოვარდი (16+13 მოხსნა), თურქოგლუ (15+7 პასი), ჯ. რიჩარდსონი (11), ნელსონი (10+7 პასი).
კ: ჯეიმისონი (16+9 მოხსნა), ტომპსონი (15+11 მოხსნა), ირვინგი (13+6 პასი), კასპი (11), გი (10).

დეტროიტი-მაიამი 73:88
20:27, 16:32, 21:13, 16:16
დ: ნაითი (18), პრინსი (11), გორდონი (10).
მ: უეიდი (24+9 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), ჯეიმსი (17+10 პასი+4 ჩაჭრა), ბოში (15+9 მოხსნა).

ფილადელფია-ბოსტონი 99:86
26:32, 17:17, 37:17, 19:20
ფ: ბრენდი (20+4 ჩაჭრა), უილიამსი (19), ჰოლიდეი (15), იგუოდალა (14+8 პასი), ჰაუსი (12+10 მოხსნა), იანგი (12+9 მოხსნა).
ბ: პირსი (20+9 მოხსნა+5 პასი), გარნეტი (20+8 მოხსნა), ბასი (18), რონდო (6+17 პასი).

ლეიკერსი-პორტლენდი 103:96
30:19, 23:29, 18:22, 32:26
ლ: ბინუმი (28+9 მოხსნა), სეშენსი (20+11 პასი), ბრაიანტი (18), უორლდ პისი (14), გასოლი (10+16 მოხსნა+6 პასი).
პ: ოლდრიჯი (29+9 მოხსნა), მეტიუზი (16), ჰიქსონი (14), კროუფორდი (10).

24 მარტი
კლიპერსი-მემფისი 101:85
33:17, 23:25, 25:19, 20:24
კ: გრიფინი (20+10 მოხსნა+5 პასი), პოლი (19+13 პასი), ფოიე (18), იანგი (16), ბატლერი (12+7 მოხსნა).
მ: რენდოლფი (14+8 მოხსნა), მაიო (13+6 პასი), ალენი (11), გეი (11).

ნიუ ჯერსი-შარლოტი 102:89
26:21, 22:21, 33:16, 21:31
ნ-ჯ: ჰემფრიზი (20+16 მოხსნა), დ. უილიამსი (19+14 პასი), უოლასი (15+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბრუქსი (11), შ. უილიამსი (10+11 მოხსნა).
შ: მულენსი (17+10 მოხსნა), მაგეტი (13), უოკერი (10+5 პასი), უილიამსი (10).

ნიუ ორლეანი-სან ანტონიო 86:89
22:23, 26:24, 24:26, 14:16
ნ-ო: ჯეკი (27+7 მოხსნა+5 პასი), ლენდრი (15), ბელინელი (10), ვასკესი (10+7 პასი), ეიონი (8+13 მოხსნა+5 პასი).
ს-ა: ბლერი (23+7 მოხსნა), ჯექსონი (14), დანკანი (13+7 მოხსნა+3 დაფარება), პარკერი (12+10 პასი).

ჰიუსტონი-დალასი 99:101 (ო)
30:26, 24:30, 18:16, 19:19, 8:10
ჰ: დრაგიჩი (24+8 პასი), სკოლა (19+3 დაფარება), დალემბერი (16+7 მოხსნა+3 დაფარება), ლი (15), პარსონსი (12+11 მოხსნა+6 პასი).
დ: ნოვიცკი (31+7 მოხსნა), ტერი (24), რაიტი (14+7 დაფარება), მერიონი (12+15 მოხსნა).

გ. სტეიტი-საკრამენტო 111:108
34:24, 28:27, 27:37, 22:20
გ-ს: ტომპსონი (31), ლი (22+14 მოხსნა+9 პასი), რაში (11), რობინსონი (10+8 პასი).
ს: კაზინსი (28+18 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), სალმონსი (17), ტორნტონი (16), ევანსი (16), ტომასი (12+5 პასი).

ვაშინგტონი-ატლანტა 92:95
23:23, 29:18, 26:27, 14:27
ვ: ნენე (21+11 მოხსნა+3 დაფარება), კროუფორდი (20), უბილსი (10), ბუკერი (8+14 მოხსნა).
ა: სმიტი (20+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯონსონი (16), უილიამსი (13), ფაჩულია (13), ჰაინრიხი (10+7 მოხსნა).

ნიუ იორკი-დეტროიტი 101:79
21:17, 28:20, 27:24, 25:18
ნ-ი: სტაუდმაიერი (17+8 მოხსნა), ენტონი (15), ჩენდლერი (15+17 მოხსნა), სმიტი (14+7 მოხსნა), ლინი (13).
დ: გორდონი (20), მონრო (12).

ჩიკაგო-ტორონტო 102:101 (ო)
20:30, 30:25, 21:18, 23:21, 8:7
ჩ: ბუზერი (24+10 მოხსნა), დენგი (23+10 მოხსნა), უოტსონი (23), აშიქი (10+7 მოხსნა).
ტ: ჯ. ჯონსონი (20+8 მოხსნა+4 დაფარება), კალდერონი (20+10 პასი), ბარნიანი (17+7 მოხსნა), ფორბსი (12+13 მოხსნა), ა. ჯონსონი (10+8 მოხსნა).

მილუოკი-ინდიანა 104:125
26:29, 22:28, 28:35, 28:33
მ: ილიასოვა (22+8 მოხსნა), დელფინო (13+7 მოხსნა), ჯენინგსი (12+5 პასი), ელისი (11+6 პასი), მბა ა მუტე (9), გუდენი (8+3 დაფარება).
ი: ჰილი (24+5 პასი), ჰიბერტი (16+9 მოხსნა+3 დაფარება), უესტი (15+7 მოხსნა), გრეინჯერი (15+7 მოხსნა), ჯონსი (13).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული