დენის როდმანი ძალიან ავადაა

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილმა ვარსკვლავმა დენის როდმანმა, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში ციხეში ამოჰყოს თავი.

საქმე ისაა, რომ სკანდალებით ცნობილ როდმანს სერიოზული პრობლემები აქვს ფინანსებთან, ჯანმრთელობასა და საერთოდ, ცხოვრების წესთან დაკავშირებით. მოკლედ, როდმანი დიდი სისწრაფით მიექანება უფსკრულისკენ.

ამ მომენტისთვის როდმანს 800 ათას დოლარის ოდენობის ალიმენტები დაუგროვდა. როგორც Los Angeles Times წერს, 50 წლის კალათბურთელს არ შეუძლია ამ თანხის გადახდა, რადგან გაკოტრებულია. როდმანის წარმომადგენლის თქმით, ის გაჭირვებით შოულობს ფულს ელემენტარული საჭიროებისთვის. გარდა ამისა, დენისი ძალიან ავად არის.

უახლოეს პერიოდში გაიმართება "როდმანის საქმის" მოსმენა
და თუ ის შესაბამის თანხას ვერ იშოვნის, რომელიც მისი ქალიშვილისთვის ალიმენტების გადახდას სჭირდება, კალათბურთელს 20 დღით მოუწევს ციხეში ჩაჯდომა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული