საქმე ისაა, რომ სკანდალებით ცნობილ როდმანს სერიოზული პრობლემები აქვს ფინანსებთან, ჯანმრთელობასა და საერთოდ, ცხოვრების წესთან დაკავშირებით. მოკლედ, როდმანი დიდი სისწრაფით მიექანება უფსკრულისკენ.
ამ მომენტისთვის როდმანს 800 ათას დოლარის ოდენობის ალიმენტები დაუგროვდა. როგორც Los Angeles Times წერს, 50 წლის კალათბურთელს არ შეუძლია ამ თანხის გადახდა, რადგან გაკოტრებულია. როდმანის წარმომადგენლის თქმით, ის გაჭირვებით შოულობს ფულს ელემენტარული საჭიროებისთვის. გარდა ამისა, დენისი ძალიან ავად არის.
უახლოეს პერიოდში გაიმართება "როდმანის საქმის" მოსმენა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"