ამ ჯგუფში შედის ლეგენდარული კალათბურთელი მეჯიქ ჯონსონი. გარდა ამისა, Guggenheim-მა დამატებით 150 მილიონი დოლარი გადაიხადა კლუბის სტადიონისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის შეძენისთვის. ეს არის ამერიკული სპორტის ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგება. წინა რეკორდი იყო 1.1 მილიარდი დოლარი - ეს თანხა გადაიხადა 2009 წელს სტეფენ როსმა NFL-ის (ამერიკული ფეხბურთი) კლუბ "მაიამი დოლფინსის" სანაცვლოდ.
"დოჯერსის" ძირითადი პაკეტის მფლობელი გახდა მარკ ვალტერი. გარდა ამისა, კლუბის ერთ-ერთ მეპატრონედ
"აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ ამ დიადი კლუბის ნაწილი ვხდები, - აღიარა ჯონსონმა. - დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, კლუბი ჩვენი საოცარი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად ვაქციოთ".
გასულ სეზონში "დოჯერსმა" ვერ შეძლო პლეი ოფში გასვლა. ამასთან, რეგულარული ჩემპიონატის მატჩებში გუნდმა მხოლოდ სამჯერ შეკრიბა ანშლაგი.
ახლა კლუბის გულშემატკივრები დიდი ოპტიმიზმით ელიან ახალი სეზონის დაწყებას. "დოჯერსის" ყოფილი მწვრთნელი, დიდების დარბაზის წევრი ტომი ლასორდა დარწმუნებულია იმაში, რომ ახალი მფლობელები კლუბს ძველ დიდებას დაუბრუნებენ. 1883 წელს დაარსებულ "დოჯერსს" ექვსჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს სერია. ბოლო წარმატებას კი 24 წლის წინ მიაღწია. განსაკუთრებულ იმედებს მეჯიქ ჯონსონის მისვლაზე ამყარებენ.
"დარწმუნებული ვარ, რომ თუ ეს ხალხი ასეთ დიდ ფულს დებს კლუბში, მათ სურთ "დოჯერსი" ჩემპიონი გახადონ", - აღიარა ლასორდამ.
გარდა იმისა, რომ მეჯიქ ჯონსონი მონაწილეობს საქველმოქმედო ღონისძიებებში, ლეგენდა მეწარმეობით არის დაკავებული. მან დააარსა კომპანია Magic Johnson Enterprises, რომელიც ამჟამად 700 მილიონად არის შეფასებული. მის შემადგენლობაში შედის სარეკლამო კომპანია Magic Johnson Productions, კინოთეატრების ქსელი და კინოსტუდია.
ჯონსონმა საკუთარი შესაძლებლობები სპორტული ფუნქციონერის როლშიც სცადა.
1994 წელს მეჯიქი "ლეიკერსის" მონიტორული მფლობელი გახდა, რისთვისაც 10 მილიონის გადახდა დასჭირდა. მან აგრეთვე გუნდის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა მიიღო. 2010 წლის ოქტომბერში ჯონსონმა გაყიდა თავისი წილი "ლეიკერსში" და ახლა "დოჯერსში" მივიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"