მატჩის სასტარტო მონაკვეთის მიხედვით ისე ჩანდა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ როუზი სათამაშო ფორმას აღიდგენდა და ისე დაბრუნდებოდა მოედანზე - პლეიმეიკერმა და მთლიანად "ჩიკაგომ" საშინლად დაიწყო შეხვედრა. შვიდი წუთის შემდეგ მასპინძლები 20:4-ს იგებდნენ. აქედან 10 ქულა კარმელო ენტონის ანგარიშზე იყო. როუზმა დიდი ხანი ვერ იპოვა თავისი თამაში - პირველ ნახევარში
მხოლოდ მესამე მეოთხედში ვიხილეთ ძველი როუზი. მან დროის ამ მონაკვეთში 11 ქულა დააგროვა და თავის გუნდს წინა გასვლის საშუალება მისცა. სირენამდე 3.45 წუთით ადრე კი "ხარების" უპირატესობა უკვე ცხრა ქულას შეადგენდა.
მათთვის სამწუხაროდ, ამის შემდეგ ქულა აღარ აუღიათ - როუზმა ორჯერ დაკარგა ბურთი, თამაშიდან სამჯერ ააცილა და ორი თავისუფალი ტყორცნაც გააფუჭა. მას მიბაძა დენგმა, რომელმაც ასევე ააცილა ორი საჯარიმო.
ბუნებრივია, ამგვარმა უპასუხისმგებლობამ მატჩის საბოლოო შედეგზე იმოქმედა. მეოთხედის დასრულებამდე 48 წამით ადრე ენტონიმ ჯარიმასთან ერთად ჩააგდო, მაგრამ თავისუფალი ვერ გამოიყენა. მოგვიანებით კარმელომ გამოისყიდა ეს დანაშაული - მისმა სამქულიანმა შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა. ძირითად დროში როუზის ბოლო ტყორცნა ფარს ასცდა.
დამატებით დროში თამაში, პრაქტიკულად, იმავე სცენარით განვითარდა. სირენამდე ორნახევარი წუთით ადრე "ჩიკაგო" ოთხ ქულას იგებდა და ისევ ჩააგდო შეტევაში თამაში. მასპინძლებმა იკმარეს მელოს ორი ჩაგდებული ბურთი - მათ შორის ფინიშამდე რვა წამით ადრე შესრულებული სამქულიანი. საპასუხოდ როუზმა გარღვევა ისევ არაზუსტი ტყორცნით დაასრულა, თუმცა მეტოქის გუნდის მწვრთნელისგან დაიმსახურა შექება. "ის საუკეთესო გამთამაშებელია მსოფლიოში", - განაცხადა ვუდსონმა.
მაგრამ როუზს ფორმის აკრეფა მართლაც სჭირდება - მართალია, 29 ქულა დააგროვა, მაგრამ 8 შეცდომა დაუშვა. რაც შეეხება ენტონის, მისი 43 ქულა სეზონის პირადი რეკორდი გახლავთ.
ნიუ იორკი-ჩიკაგო 100:99 (ო)
31:19, 22:26, 19:30, 19:16, 9:8
ნ-ი: ენტონი (43+7 მოხსნა), შუმპერტი (15+9 მოხსნა+6 პასი+4 ჩაჭრა), სმიტი (14+5 მოხსნა), ფილდსი (10), ჩენდლერი (8+16 მოხსნა+3 დაფარება).
ჩ: როუზი (29+6 მოხსნა), დენგი (13+9 მოხსნა), ბუზერი (13+16 მოხსნა), გიბსონი (11+4 დაფარება), ნოა (10+5 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"