ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვეტერანი ვარსკვლავი ალენ აივერსონი, შესაძლოა, უახლოეს ხანში ჩინეთში გადავიდეს სათამაშოდ. კალათბურთელის პირადმა მენეჯერმა გერი მურმა განაცხადა, რომ NBA-ში საწვრთნელი ბანაკების გახსნამდე ორ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი, მაგრამ ლიგის არც ერთმა კლუბმა არ მოისურვა 35 წლის მცველთან კონტრაქტის გაფორმება. უფრო მეტიც, ალენს ერთი შეთავაზებაც არ ჰქონია.
"რბილად რომ ვთქვა, გაოცებული ვარ. არც ერთი გუნდი არ დაგვკავშირებია. უბრალოდ არ მესმის რა ხდება. ასეთი რა დააშავა ალენმა, რომ ყურადღების ღირსადაც არ მიიჩნიეს? ის ჯანმრთელია და ვარჯიშს აგრძელებს. არ მგონია, რომ კარიერის
როგორც ირკვევა, აივერსონის მიმართ ერთ-ერთი ჩინური კლუბი გამოთქვამს დაინტერესებას. მურის თქმით, ვეტერანი სერიოზულად განიხილავს აზიაში გადაბარგების ვარიანტს.
შარშანდელ სეზონში აივერსონმა საშუალოდ მატჩში 13.9 ქულა და 4.1 შედეგიანი პასი დააგროვა.