NBA. რეგულარული ჩემპიონატი: პლეი ოფი დაკომპლექტდა?

AutoSharing Option
"ფილადელფიამ" სერიოზული ნაბიჯი გადადგა პლეი ოფის საგზურისკენ - "სიქსერზმა" ლამაზ სტილში დაამარცხა "კლივლენდი".

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში მიდიოდა, მესამე მეოთხედის შუაში კი შეუჩერებელი გახდა ჰოლიდეი, რომელმაც სამქულიანის ხაზიდან დაბომბა "კავალერები". "ფილადელფიამ" 24:2 გაქცევა მოახერხა და ამის შემდეგ სტუმრები გონს ვეღარ მოვიდნენ. ბოლო მეოთხედში სასტარტო ხუთეულმა დასვენების საშუალება მიიღო.

გარდა ამისა, "ფილადელფიამ" კარგი ამბავი შეიტყო აშშ-ის დედაქალაქიდან, სადაც "ვაშინგტონმა" ჩემპიონატის ბოლოს ხასიათი გამოაჩინა. "უიზარდსმა" ბოლო ექვს მატჩში მეოთხედ მოიგო, "ბაქსმა" კი მხოლოდ ერთხელ მოიგო უკანასკნელ ხუთ შეხვედრაში.

ამ ძალიან მნიშვნელოვან მატჩში
"მილუოკიმ" მესამე მეოთხედის დასაწყისში დაკარგა კონცენტრაცია და მასპინძლები 11 ქულით გაიქცნენ. ახლა "ირმები" 2.5 მოგებით ჩამორჩებიან "ფილადელფიას" და საკუთარი ბედის განსაზღვრა თავად ბოლომდე არ შეუძლიათ - გარდა იმისა, რომ დარჩენილ ხუთ მატჩში მაქსიმალურად უნდა იყოჩაღონ, კონკურენტის წაფორხილებასაც უნდა დაელოდონ.

"ნიუ იორკმა" მაიკ ვუდსონის მეთაურობით 20 მატჩიდან მე-15 მოგება გაიფორმა. ამჯერად "ნიქსმა" "ნეტსი" დაამარცხა, რომელიც დერონ უილიამსის გარეშე თამაშობდა.

კარმელო ენტონი აშკარად მიდის ამ სეზონში კვირის მოთამაშის პირველი ტიტულისკენ. სასტარტო მეოთხედში მან 21 ქულა დააგროვა და თავის გუნდს 16 ქულით დაწინაურების საშუალება მისცა. ბრუკლინელებმა ორი მეოთხედის განმავლობაში ტიტანური მონდომებით ხუთ ქულამდე შეამცირეს სხვაობა, მაგრამ თამაშში ჩაებნენ სტივ ნოვაკი და ჯერარ სმიტი, რომლებმაც სხვადასხვა დისტანციიდან სროლებით გაანადგურეს მეტოქე.

"ნიუ იორკს" რეგულარულის ბოლომდე ოთხი მატჩის ჩატარება დარჩა და ვუდსონის გუნდის უპირატესობა "მილუოკიზე" 3.5 მოგებას შეადგენს.

აგრძელებს ბრწყინვალე ფორმის დემონსტრირებას "ბოსტონის" კაპიტანი პოლ პირსი. სწორედ ის გახდა "კელტების" გადამრჩენი "ორლანდოსთან" მატჩში.

რაჟონ რონდოს არყოფნაში, რომელმაც წინა მატჩში ზურგი დაიზიანა, პირსმა კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა შედეგიანი გადაცემების რაოდენობით (14 პასი). პოლი წინა მატჩის მსგავსად პროდუქტიულად თამაშობდა შეტევაში. მისი იერიშები თამაშიდან ზუსტი ტყორცნებით სრულდებოდა ან კალათბურთელი საჯარიმოს ხაზზე დგებოდა. "ნიუ იორკთან" წინა მატჩში მან 17 საჯარიმო ჩააგდო, "ორლანდოსთან" - 11.

ტრადიციულად, "ორლანდომ" ფარი მოუგო "ბოსტონს" - 43:29, მიუხედავად იმისა, რომ "ჯადოქრებს" დუაიტ ჰოვარდი არ ჰყავდათ. ბოლო მეოთხედის შუაში "სელტიქსს" მეტოქის გაქცევა გამოეპარა და 13-ქულიანი უპირატესობა ორ ქულამდე დავიდა. მიუხედავად ამისა, ფლორიდელებმა გადარჩენა ვერ შეძლეს. სირენამდე 30 წამით ადრე პირსმა საშუალო ტყორცნა ჩააგდო, შემდეგ კი ზუსტად ისროლა საჯარიმოები და თავის გუნდს მორიგი გამარჯვება მოუტანა.

შარლოტი-ჩიკაგო 68:100
20:34, 17:18, 22:25, 9:23
შ: უოკერი (16+5 პასი), ბრაუნი (14+6 მოხსნა), ჰენდერსონი (13).
ჩ: ჰემილტონი (22+6 პასი), ნოა (12+5 მოხსნა), ლუკასი (12), ბუზერი (10+7 მოხსნა), გიბსონი (9+12 მოხსნა), აშიქი (9+15 მოხსნა).

კლივლენდი-ფილადელფია 87:103
22:28, 27:25, 17:31, 21:19
კ: ჰადსონი (15), სამუელსი (15+5 მოხსნა), ტომპსონი (12+5 მოხსნა), ჯეიმისონი (11).
ფ: ჰოლიდეი (24+5 პასი), იგუოდალა (19+13 მოხსნა+7 პასი), იანგი (12), ბრენდი (12).

მაიამი-ტორონტო 96:72
25:24, 26:25, 23:11, 22:12
მ: ჯეიმსი (28+5 მოხსნა), მილერი (13+6 პასი), ჰასლემი (10+7 მოხსნა).
ტ: ჯონსონი (18+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ანდერსონი (15), დეროზანი (12).

ბოსტონი-ორლანდო 102:98
33:22, 22:29, 24:19, 23:28
ბ: პირსი (29+5 მოხსნა+14 პასი), ბრედლი (23), ბასი (21), გარნეტი (15+9 მოხსნა).
ო: დევისი (27+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ნელსონი (21+9 პასი), რედიკი (13+5 პასი), ანდერსონი (12+9 მოხსნა), რიჩარდსონი (11+6 მოხსნა).

ვაშინგტონი-მილუოკი 121:112
28:31, 32:31, 28:19, 33:31
ვ: კროუფორდი (32), სერაფინი (14+5 მოხსნა), უოლი (14+10 პასი), ნენე (14), ჯ. სინგლტონი (11+5 მოხსნა), კ. სინგლტონი (10+5 მოხსნა), ვესელი (8+10 მოხსნა).
მ: ელისი (31+6 პასი+3 ჩაჭრა), ჯენინგსი (25+5 მოხსნა), გუდენი (21+12 მოხსნა+6 პასი), ილიასოვა (14+11 მოხსნა+3 ჩაჭრა).

ნიუ ჯერსი-ნიუ იორკი 95:104
22:38, 25:26, 24:14, 24:26
ნ-ჯ: უოლასი (21+5 მოხსნა), გეინსი (18+6 მოხსნა+6 პასი), გრინი (12+7 მოხსნა), მოროუ (10), ჰემფრიზი (8+15 მოხსნა).
ნ-ი: ენტონი (33+7 მოხსნა), ჩენდლერი (18+10 მოხსნა), სმიტი (15+8 მოხსნა).

ატლანტა-დეტროიტი 116:84
39:20, 33:22, 24:19, 20:23
ა: მაკგრეიდი (17), ა. ჯონსონი (16+10 მოხსნა), ჯ. ჯონსონი (13), სმიტი (12+9 მოხსნა), გრინი (10), უილიამსი (10+7 მოხსნა).
დ: მონრო (17+5 მოხსნა), რასელი (15), ვილანუევა (14+6 მოხსნა).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. y-ჩიკაგო 62 47 15 75.8
2. y-მაიამი 61 44 17 72.1
3. x-ინდიანა 62 40 22 64.5
4. y-ბოსტონი* 63 37 26 58.7
5. x-ატლანტა 62 37 25 59.7
6. x-ორლანდო 62 36 26 58.1
7. ნიუ იორკი 62 33 29 53.2
8. ფილადელფია 62 32 30 51.6
9. მილუოკი 61 29 32 47.5
10. დეტროიტი 62 23 39 37.1
11. ნიუ ჯერსი 63 22 41 34.9
12. ტორონტო 63 22 41 34.9
13. კლივლენდი 61 20 41 32.8
14. ვაშინგტონი 62 16 46 25.8
15. შარლოტი 61 7 54 11.5

y - დივიზიონის ჩემპიონი; x - გავიდა პლეი ოფში; * - დივიზიონის ლიდერი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული