საბოლოოდ გამარჯვება მასპინძლებმა მოიპოვეს, რომლებმაც მატჩის დასკვნითი ნაწილი 17:9 მოიგეს. "ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა 26 ქულა დააგროვა. შედეგიანობით მეორე იყო პაუ გასოლი, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა (20+14 მოხსნა) და ერთი პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე. ყველაზე შედეგიანი იყო კევინ დურანტი 35 ქულით.
მატჩის ყველაზე უსიამოვნო მომენტი იყო "ლეიკერსის" ფორვარდის, მეტა უორლდ პისის უხეშობა. მორიგი ბურთის ჩაგდების აღნიშვნისას უორლდ პისმა თავში ჩაარტყა იდაყვი ჯეიმს ჰარდენს, რისთვისაც კალიფორნიელი მოედნიდან
სანამ დაზარალებული იატაკზე იწვა, მოედანზე კინაღამ ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. საბედნიეროდ, ჰარდენის ტვინის შერყევას თუ არ ჩავთვლით, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ჯერჯერობით უცნობია ჰარდენის მოედანზე დაბრუნების თარიღი.
"ოკლაჰომას" წაგება ყველაზე მეტად "სან ანტონიოს" აწყობდა. "სპურსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო და თითქმის გაინაღდა დასავლეთში განთესვის პირველი ნომერი. წესით და რიგით, დარჩენილ სამ მატჩში ერთი მოგება პრობლემა არ უნდა იყოს გრეგ პოპოვიჩის გუნდისთვის. "კლივლენდს" თითქმის არ ჰქონდა "სპურსის" მოგებათა სერიის შეწყვეტის შანსი. მხოლოდ სასტარტო მეოთხედის შუა ნაწილისთვის იყო ბრძოლა, რის შემდეგაც "სან ანტონიო" 27:7 გაიქცა.
მასპინძლების უპირატესობამ 16 ქულას მიაღწია და მატჩიც სწორედ ასეთი სხვაობით დასრულდა. "კლივლენდის" დაცვა ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და ამიტომაც "სპურსმა" თამაშიდან 54 პროცენტის სიზუსტით ისროლა და სამქულიანების 40 პროცენტი მოათავსა კალათში. დანკანის არყოფნაში კარგად იმუშავეს ჯექსონმა და ჯინობილიმ, რომლებმაც ჯამში 37 ქულა დააგროვეს.
ლეიკერსი-ოკლაჰომა 114:105 (2ო)
20:26, 27:26, 14:25, 30:14, 6:6, 17:9
ლ: ბრაიანტი (26+8 პასი+6 მოხსნა), გასოლი (20+14 მოხსნა+9 პასი), ჰილი (14+15 მოხსნა+3 დაფარება), უორლდ პისი (12+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბინუმი (10+8 მოხსნა+5 დაფარება).
ო: დურანტი (35+8 მოხსნა), იბაკა (18+14 მოხსნა+7 დაფარება), უესტბრუკი (14+10 პასი), ჰარდენი (14), პერკინსი (4+10 მოხსნა), სეფოლოშა (6+10 მოხსნა+3 ჩაჭრა).
სან ანტონიო-კლივლენდი 114:98
29:22, 23:22, 29:26, 33:28
ს-ა: ჯინობილი (20), ჯექსონი (17+5 მოხსნა), ბლეირი (15+7 მოხსნა), გრინი (14), ლეონარდი (11+7 მოხსნა).
კ: ჯეიმისონი (21), ირვინგი (19+3 ჩაჭრა), ჰარისი (14), გი (10+5 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"