ამ მხრივ, გამორჩეული იყო "ნიუ იორკისა" და "კლიპერსის" შეხვედრა. ორივე გუნდი საკუთარ ლოკალურ საკითხებს წყვეტს. თითქოს სტუმრებს მეტი მოტივაცია ჰქონდათ, რადგან წაგების შემთხვევაში წინ უშვებდნენ "მემფისს" და ამით კარგავდნენ პლეი ოფის პირველ წრეში საკუთარი მოედნის უპირატესობას.
"ნიუ იორკის" ხელმძღვანელობას სხვა საფიქრალი ჰქონდა, კერძოდ, არჩევანი უნდა გაეკეთებინა: "ჩიკაგო" აერჩია პლეი ოფში პირველ მეტოქედ თუ "მაიამი ჰიტი"?
კალიფორნიელები კრის პოლის
მეოთხე მეოთხედის შუა ნაწილისთვის გამარჯვებულის საკითხი თითქოს მოხსნილი იყო დღის წესრიგიდან. ნოვაკმა და სმიტმა 11:2 გაქცევა მოაწყვეს და "ნიქსს" 18-ქულიანი უპირატესობა მოუტანეს.
და მაინც, მასპინძლებს კინაღამ გაუფრინდათ ხელიდან განაღდებული გამარჯვება. "კლიპერსმა" საპასუხო სპურტი მოაწყო - 16:1 და რომ არა სმიტი, "ნიქსს" შესაძლოა, დამარცხებულს დაეტოვებინა მოედანი. სირენამდე 31 წამით ადრე, როცა "ნიუ იორკის" უპირატესობა მხოლოდ ერთი ქულა იყო, მცველმა მეტად საჭირო სამქულიანი ჩააგდო და თავის გუნდს რთული გამარჯვება მოაპოვებინა.
ამ მოგების შემდეგ, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, რომ "ნიუ იორკი" პლეი ოფის პირველ წრეში "მაიამის" შეხვდება.
* * *
"დენვერისა" და "ოკლაჰომას" დაპირისპირება მხოლოდ ერთ გუნდს - "ნაგეტსს" აინტერესებდა, რადგან ის კონფერენციაში მეექვსე ადგილისთვის იბრძვის. "თანდერის" ერთადერთი მოტივაცია კი კევინ დურანტს უკავშირდებოდა.
ეს კალათბურთელი რეგულარულის საუკეთესო ბომბარდირის მორიგი ტიტულისთვის იბრძვის. ორივე გუნდმა ამოცანა შეასრულა - კევინმა 32 ქულა დააგროვა, "ნაგეტსმა" კი საჭირო გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.
ამასობაში "ორლანდომ" მეექვსე ადგილი გაინაღდა აღმოსავლეთში. ამის გაკეთება რთული არ იყო, რადგან მეტოქედ "შარლოტი" ჰყავდა. ეს უკანასკნელი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა NBA-ს აბსოლუტურ ანტირეკორდს. თუ დღეს "ბობკეტსი" დამარცხდება "ნიუ იორკთან", მაშინ ისტორიაში მოგებათა ყველაზე უარესი პროცენტით დაასრულებს სეზონს.
კლივლენდი-ვაშინგტონი 85:96
27:21, 18:28, 18:28, 22:19
კ: კენედი (12+6 მოხსნა), ჯეიმისონი (10).
ვ: უოლი (21+13 პასი+7 მოხსნა+7 ჩაჭრა), სერაფინი (12+6 მოხსნა), ნენე (12+7 მოხსნა), კ. სინგლტონი (10), ჯ. სინგლტონი (10+5 მოხსნა), ვესელი (7+12 მოხსნა).
ორლანდო-შარლოტი 102:95
37:24, 20:23, 26:26, 19:22
ო: რედიკი (31), ანდერსონი (24+13 მოხსნა), ჯ. რიჩარდსონი (17+9 მოხსნა), ნელსონი (11+9 მოხსნა+9 პასი).
შ: ოგუსტინი (23+6 პასი), ჰენდერსონი (17+5 მოხსნა), ბრაუნი (16+5 მოხსნა), ტომასი (13+5 მოხსნა), მალენსი (11).
ნიუ იორკი-კლიპერსი 99:93
24:19, 24:20, 26:27, 25:27
ნ-ი: სმიტი (21+5 პასი+4 ჩაჭრა), ენტონი (17+6 მოხსნა), ნოვაკი (14), დევისი (12), ჩენდლერი (11+5 მოხსნა), სტაუდმაიერი (10+7 მოხსნა).
კ: გრიფინი (29+10 მოხსნა+6 პასი), ფოიე (28+5 მოხსნა+3 ჩაჭრა).
მილუოკი-ფილადელფია 85:90
29:24, 21:21, 13:26, 22:19
მ: ჯენინგსი (19+6 პასი+5 მოხსნა), ჰარისი (15+13 მოხსნა), სანდერსი (12+4 ჩაჭრა+5 დაფარება), დანლივი (12).
ფ: ტერნერი (29+13 მოხსნა+6 პასი), მიქსი (27), ალენი (4+12 მოხსნა).
ოკლაჰომა-დენვერი 101:106
30:26, 28:28, 24:16, 19:26
ო: დურანტი (32+5 მოხსნა), უესტბრუკი (30+9 პასი+6 მოხსნა+4 დაფარება+3 ჩაჭრა), იბაკა (15+5 მოხსნა+4 დაფარება).
დ: ლოუსონი (25+5 მოხსნა), აფლალო (15+6 მოხსნა), გალინარი (14+5 მოხსნა), ფარიდი (13+10 მოხსნა), ბრიუერი (10), ჰარინგტონი (10+5 მოხსნა), მაკგი (10+6 მოხსნა).
ჰარდენი პლეი ოფს დაიწყებს
"ოკლაჰომა-სიტის" მცველმა ჯეიმს ჰარდენმა ტვინის შერყევის შემდეგ დაწვრილებითი სამედიცინო შემოწმება გაიარა და ექიმებისგან სასიხარულო ინფორმაცია მიიღო - "თანდერის" ერთ-ერთ ლიდერს შეუძლია პლეი ოფის პირველ რაუნდში
თამაში.
შეგახსენებთ, რომ რეგულარული ჩემპიონატის ერთ-ერთ ბოლო მატჩში ჰარდენს "ლეიკერსის" ფორვარდის, მეტა უორლდ პისის იდაყვი მოხვდა თავში და შეხვედრა ვერ დაასრულა. მოგვიანებით ექიმებმა მას ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. იმ დარღვევისთვის უორლდ პისს შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
ჰარდენს გუშინ, "დენვერის" წინააღმდეგ შეეძლო მოედანზე გასვლა, მაგრამ მწვრთნელებმა რისკზე წასვლისგან თავი შეიკავეს.
როუზი ყველაზე რეიტინგულია
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გამოაქვეყნა ლიგის ყველაზე პოპულარული მოთამაშეების რეიტინგი, რომელიც რეალიზებული მაისურების რაოდენობის მიხედვით დგება.
პირველი ადგილი დაიკავა ლიგის ისტორიაში სეზონის ყველაზე ახალგაზრდა საუკეთესო მოთამაშემ, "ჩიკაგოს" მცველმა დერიკ როუზმა. მეორე ადგილი კი "ნიუ იორკ ნიქსის" სენსაციას, ჯერემი ლინს ერგო.
ხუთეულში მოხვდნენ წინა რეიტინგის ლიდერი კობი ბრაიანტი ("ლეიკერსი"), ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი") და კარმელო ენტონი ("დენვერი").
ჯეიმისონს კლივლენდი აღარ უნდა
"კლივლენდის" ფორვარდმა ანტუან ჯეიმისონმა ამ ზაფხულს კლუბის შეცვლის სურვილი გამოთქვა. 35 წლის კალათბურთელს სეზონის შემდეგ უმთავრდება კონტრაქტი და მან "შარლოტ ბობკეტსში" გადასვლა მოინდომა, რადგან იქ მისი ოჯახი ცხოვრობს.
NBA-ში გატარებული 15 სეზონის განმავლობაში "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილე 19.6 ქულასა და 7.9 მოხსნას აგროვებდა.
"შემდეგი მატჩი ბოლო იქნება ჩემთვის "კლივლენდის" მაისურით. არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში. მადლობელი ვარ ჩემი ამჟამინდელი კლუბის, მაგრამ ცვლილებების დრო მოვიდა", - განაცხადა ჯეიმისონმა.
ლებრონის ოცნებები
"მაიამი ჰიტის" ვარსკვლავმა, ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა განმარტა, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის სეზონის წარმატებით დასრულება.
"მთელი სეზონის განმავლობაში ვცდილობდი თამაშიდან თამაშამდე მომატებას. მე მაქვს ერთი მთავარი მიზანი - ჩემპიონობა და ყველაფერს ვაკეთებ ამ მიზნის მისაღწევად.
საიდუმლო არ არის, რომ მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ამისთვის და არაერთხელ წარმოვიდგინე გონებაში, თუ როგორ აღვმართავ თავს ზემოთ პრიზს. სწორედ ამის გამო გადავედი "მაიამიში". აქ მიზნის მიღწევისთვის ყველა პირობა მაქვს.
ამჯერად წაგებას არანაირი გამართლება არ ექნება. შეიძლება ითქვას, რომ ფსონი ამ სეზონზე გავაკეთე და პლეი ოფში მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ", - ამბობს ჯეიმსი ამერიკული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"