NBA: გრეგ პოპოვიჩი პირველი ლაურეატია

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ სეზონის ლაურეატთა გამოვლენა დაიწყო.

"სან ანტონიოს სპურსის" დამრიგებელი გრეგ პოპოვიჩი 2011-12 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. წელს რეგულარული ჩემპიონატის 66 მატჩში "სპურსმა" 50 მოიგო და დასავლეთის საუკეთესო გუნდი გახდა.

სეზონის არც ისე წარმატებული სტარტის შემდეგ (პირველ 21 მატჩში "სპურსმა" ცხრა წააგო) ტექსასელები დარჩენილ 45 მატჩში მხოლოდ შვიდჯერ დამარცხდნენ.

პოპოვიჩისთვის ეს მეორე ჯილდოა კარიერაში. პირველად ასეთი რამ 2003 წელს მოხდა, როცა მან "სან ანტონიო" ჩემპიონობამდე მიიყვანა.

63 წლის სპეციალისტმა გამოკითხვის შედეგად 77 ხმა მიიღო, რაც 50-ით მეტია პრიზის
შარშანდელი მფლობელის - ტომ ტიბოდოს ("ჩიკაგო") მონაგარზე. მესამეზე გავიდა "ინდიანას" დამრიგებელი ფრენკ ფოგელი (7 ხმა), მეოთხეზე - "მემფისის" თავკაცი ლიონელ ჰოლინზი (6). თითო ხმა მიიღეს დოკ რივერსმა ("ბოსტონი") და ჯორჯ კარლმა ("დენვერი").

* * *

ასევე გამოვლინდა სეზონის საუკეთესო დამცველისთვის განკუთვნილი პრიზის მფლობელი. ეს გახლავთ "ნიუ იორკ ნიქსის" ცენტრი ტაისონ ჩენდლერი, რომელმაც შარშან "დალასთან" ერთად ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ამ სეზონში ჩენდლერი, საშუალოდ, მატჩში 11.3 ქულას, 9.9 მოხსნასა და 1.4 დაფარებას აგროვებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული