NBA. პლეი ოფი. 1/8 ფინალი: ფავორიტი ჩამორჩა

AutoSharing Option
"ბოსტონს" ერთთვიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა რეი ალენი, ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა რონდომ, "ატლანტამ" კი პირიქით, თავისი ერთ-ერთი ლიდერი ჯოშ სმიტი დაკარგა.

მიუხედავად ამისა, პროგნოზისტების მიერ ნაწინასწარმეტყველებ იოლ გამარჯვებას "ბოსტონმა" ვერ მიაღწია. არადა, რონდომ კარიერაში საიუბილეო, მე-20 სამმაგი დუბლი შეასრულა; ალენის, პირსისა და გარნეტის ტრიომ კი 54 ქულა მოიპოვა.

პირსმა თავისი ქულების დიდი ნაწილი საჯარიმოებიდან მოაგროვა (14-დან 14 ჩააგდო) და ამით მოახდინა თამაშიდან სროლისას უზუსტობის (12-დან 3) კომპენსაცია.

თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა ჯო ჯონსონის დამსახურება იყო. მეოთხე მეოთხედის ბოლოს მისმა ხუთმა ქულამ სტუმრებს
8:0 გაქცევის საშუალება მისცა და დამატებითი დროის უფლება მოუტანა, თუმცა ბოლო წამებზე პირსს რომ ჩაეგდო, "ატლანტასთვის" ყველაფერი ძირითად დროში დასრულდებოდა.

ოვერტაიმში კი "ჰოქსს" შანსი არ ჰქონდა. მარტო რონდომ დააგროვა უფრო მეტი ქულა, ვიდრე მთლიანად მეტოქე გუნდმა - ხუთი ოთხის წინააღმდეგ. "ატლანტამ" ხუთ წუთში სამი სამქულიანი ააცილა, კოლინზმა შეცდომა დაუშვა, ტიგს კი გარნეტმა დაუფარა.

ბოსტონი-ატლანტა 90:84 (ო)
17:19, 23:19, 20:20, 20:22, 10:4
ბ: პირსი (21+5 მოხსნა), გარნეტი (20+13 მოხსნა+4 დაფარება), რონდო (17+14 პასი+12 პასი+4 ჩაჭრა), ალენი (13+6 მოხსნა), ბასი (8+5 მოხსნა), პიეტრუსი (6), ბრედლი (5), სტიმსმა (0+2 დაფარება).
ა: ჯონსონი (29+8 მოხსნა), ტიგი (23+6 პასი+2 დაფარება), მაკგრეიდი (12+9 მოხსნა), დამპიელი (6+6 მოხსნა), გრინი (5), კოლინზი (4), უილიამსი (3+11 მოხსნა), ჯონსონი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (40.5/37.8), სამქულიანები (30.8/20), საჯარიმოები (88/80).
სერია: 2-1

* * *
დერიკ როუზის მწყობრიდან გამოსვლის მიუხედავად, მაინც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "ფილადელფია" სერიის სამი მატჩის შემდეგ წინ გასვლას მოახერხებდა.

მესამე შეხვედრაშიც, ბოლო მეოთხედის სტარტზე, სტუმრების წარმატებაში ეჭვი არავის ეპარებოდა - ჰემილტონის ორი ზუსტი ტყორცნის შემდეგ აღმოსავლეთის ჩემპიონის უპირატესობა 14 ქულას შეადგენდა. არადა, იმ მომენტისთვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა ძირითად ცენტრს ჟოაკიმ ნოას.

ის ბოლო მეოთხედის დასაწყისში დაბრუნდა მოედანზე, მაგრამ ტკივილი იგრძნო და შეცვლა მოითხოვა. არ არის გამორიცხული, ფრანგმა სერიის მეოთხე მატჩიც გამოტოვოს.

ნოას ტრავმა "ჩიკაგოსთვის" უსიამოვნებების დასაწყისი აღმოჩნდა. "სიქსერზმა" ჯერ 8:0 გაქცევა მოაწყო, მოგვიანებით - 11:0 სპურტი შემოგვთავაზა. შედეგად, სირენამდე 49 წამით ადრე მასპინძლებმა კომფორტული ოთხქულიანი უპირატესობა მიიღეს. მასპინძლების შეჩერება ლუკასმა ზუსტი სამქულიანით სცადა.

ამას მოჰყვა დენგის ჯარიმა ტერნერზე. 2010 წლის დრაფტის მეორე ნომერმა ორივე თავისუფალი ზუსტად ისროლა, ხოლო იმავე დენგის სამქულიანმა ფარამდეც ვერ მიაღწია.

ფილადელფია-ჩიკაგო 79:74
19:20, 21:19, 11:21, 28:14
ფ: ჰეიესი (21+9 მოხსნა), ჰოლიდეი (17+6 პასი+6 მოხსნა), ტერნერი (16+9 მოხსნა), უილიამსი (14), იანგი (6+11 მოხსნა), იგუოდალა (5+3 პასი).
ჩ: ბუზერი (18+10 მოხსნა), ჰემილტონი (17+7 პასი+6 მოხსნა), ნოა (12+7 მოხსნა+2 დაფარება), ლუკასი (12+3 პასი), გიბსონი (6+7 მოხსნა), დენგი (5+9 მოხსნა+3 დაფარება), აშიქი (4), უოტსონი (0+4 პასი).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (34.2/37.3), სამქულიანები (7.1/28.6), საჯარიმოები (78.8/60.9).
სერია: 2-1

* * *
შესუსტებული შემადგენლობით "ორლანდომ" ისევ გაუწია წინააღმდეგობა კლასით უფრო მაღლა მდგომ "ინდიანას", მაგრამ მაინც დამარცხებულმა დატოვა მოედანი.

ამ მატჩში თითქოს გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო მესამე მეოთხედში განხორციელებული სპურტი, რომლის დროსაც უესტმა 12 ქულა დააგროვა. შესაბამისად, ბოლო მეოთხედის წინ სტუმრების უპირატესობა 12 ქულას შეადგენდა, ბოლო 12-წუთეულის დასაწყისში კი სხვაობა 19 ქულამდე გაიზარდა.

მაგრამ ყველას გასაკვირად, ნელსონმა და კომპანიამ მატჩის ბედის შემოტრიალება მოახერხეს. სულ რაღაც რვა წუთში ფოგელის შეგირდების უპირატესობისგან არაფერი დარჩა. თავიდან ფლორიდელებმა 14:0 გაქცევა მოახერხეს, ხოლო ჯეისონ რიჩარდსონისა და რედიკის სამქულიანების შემდეგ, სირენამდე 38 წამით ადრე, ანგარიში გათანაბრდა.

ჰილის საპასუხო ტყორცნამ ფარამდეც ვერ მიაღწია, თუმცა ვერც ნელსონმა ჩააგდო გამარჯვების მომტანი ბურთი და თამაში ოვერტაიმში გადავიდა.

დამატებით დროში კი ნელსონმა საერთოდ დააღალატა პარტნიორებს. მართალია, მან ორი შედეგიანი პასი მისცა დევისს, რის შემდეგაც მან ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ნელსონმა სულელური ჯარიმა აიღო ჰილზე, რის შემდეგაც "პეისერსის" გამთამაშებელმა საჯარიმოები ადეალურად შეასრულა.

საპასუხოდ დევისმა ვერ ჩააგდო და ამით, სავარაუდოდ, განაჩენი გამოუტანა თავის გუნდსა და მის მწვრთნელ ვან განდის.

ორლანდო-ინდიანა 99:101 (ო)
19:22, 25:24, 17:27, 28:16, 10:12
ო: რიჩარდსონი (25+5 მოხსნა), დევისი (24+11 მოხსნა), ნელსონი (12+11 პასი+6 მოხსნა), ანდერსონი (11), თურქოგლუ (11), რედიკი (10+7 პასი), კლარკი (4+8 მოხსნა), ორტონი (2).
ი: უესტი (26+12 მოხსნა), გრეინჯერი (21+7 მოხსნა), ჰიბერტი (14+11 მოხსნა+3 დაფარება), ჰილი (12+5 პასი), კოლისონი (11+9 პასი), ბარბოზა (7), ჰენსბრო (4+5 მოხსნა), ამუნდსონი (4), ჯორჯი (2+9 მოხსნა).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (40/46.4), სამქულიანები (31/28.6), საჯარიმოები (78.6/85).
სერია: 1-3

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული