სიეტლი WNBA-ის ჩემპიონია

AutoSharing Option

ამერიკაში ქალთა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (WNBA) სეზონი დასრულდა. სერიის მესამე მატჩში "სიეტლ შტორმმა" სტუმრად 87:84 დაამარცხა "ატლანტა დრიმი" და ფინალური სერია "მშრალი" ანგარიშით - 3:0 მოიგო.
"სიეტლის" ტრიუმფი სავსებით ლოგიკური იყო, ვინაიდან ამ გუნდმა რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ ექვსი მატჩი წააგო, ხოლო პლეი ოფში დაუმარცხებლად ითამაშა.

ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედ "სიეტლის" ცენტრი ლორენ ჯექსონი დასახელდა - პირველ ორ მატჩში ავსტრალიელმა 26-26 ქულა დააგროვა, მესამე შეხვედრაში კი 15 ქულა და 9 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. მანამდე ჯექსონმა რეგულარული ჩემპიონატის MVP-ის პრიზიც დაიმსახურა: 32

მატჩში მისი სტატისტიკური მონაგარი 20.5 ქულასა და 8.3 მოხსნას უდრიდა.
"სიეტლისთვის" ეს WNBA-ის მეორე ტიტულია. მანამდე "შტორმმა" 2004 წელს მოიხვეჭა ლიგის უძლიერესი გუნდის სახელი.


ორლანდომ მალიკი გაიფორმა

"ორლანდო მეჯიქმა" კონტრაქტი გააფორმა მძიმე ფორვარდ მალიკ ალენთან. 32 წლის ვეტერანმა NBA-ში გატარებული 9 წლის განმავლობაში 7 კლუბი გამოიცვალა. შარშან მან "დენვერის" რიგებში ითამაშა და 51 მატჩში საშუალოდ 5.0 ქულა დააგროვა.
"ორლანდოს" საწვრთნელი ბანაკი 28 სექტემბერს გაიხსნება.

დალასმა ტომასი შეცვალა

"დალას მავერიქსმა" ტიმ ტომასის შემცვლელი იპოვნა. როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, ვეტერანმა კალათბურთელმა გაწყვიტა "კოვბოებთან" ერთი თვის წინ გაფორმებული კონტრაქტი, რადგან მეუღლე ჰყავს მძიმედ ავად.
"დალასმა" მის ნაცვლად გუნდში კიდევ ერთი თავისუფალი აგენტი - ბრაიან კარდინალი მიიწვია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული