"ბოსტონ სელტიქსის" ლეგენდარული ცენტრის შაკილ ო'ნილის ყოფილმა მდივანმა შონ დარლინგმა კალათბურთელს სასამართლოში უჩივლა. შაკს იმ ნივთმტკიცებათა განადგურებაში ედავებიან, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიას და სხვა უკანონი ხასიათის საკითხებს შეეხება - წერს "ბოსტონ ჰერალდი". სარჩელის თანახმად, კალათბურთელი დარლინგს აიძულებდა მისი კომპიუტერები "გაესუფთავებინა" და წაეშალა ყველა ინფორმაცია, რომელიც სამართლებლივ საკითხებს უკავშირდებოდა.
ინფორმაციის თანახმად, დარლინგმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც კალათბურთელმა "დუმილის" სანაცვლოდ 12 მილიონ დოლარის გადახდა არ მოისურვა. ო'ნილის ადვოკატის სიტყვებით, მისი კლიენტის მისამართით ყველა ბრალდება მოგონილია და თუ საქმე სერიოზულ ხასიათს მიიღებს, შაკი
"ჩემმა კლიენტმა ცალსახად მიანიშნა თავის ყოფილ მდივანს, რომ არანაირი რეაგირება არ ექნებოდა ასეთი გამოხდომების მიმართ. შედეგად, დარლინგმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლის ერთადერთი მიზანია დამცირება, მუქარა და გამოძალვა", - წერია მოთამაშის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაში.
როგორც დარლინგი ამტკიცებს, ო'ნილი სამართალდამცავებთან იყო შეკრული და ანაგვიანებმა მდივნის კომპიუტერს საბავშვო პორნოგრაფით, აგრეთვე მისი ხმოვანი ფოსტის "გატეხვა" და სამხილების მოსპობა სცადა, ბოლოს კი კომპიუტერს ტბაში გადაუძახა. დარლინგის თქმით, მას კალათბურთელის სასიყვარულო ისტორიების დამამტკიცებელი საბუთები აქვს, თანაც სამხილები ჯერ კიდევ იმ პერიოდშია მოპოვებული, როცა შაკი გაყრილი არ იყო თავის მეუღლესთან.
ო'ნილის ადვოკატმა ამ ბრალდებას სრული უაზრობა უწოდა, დარლინგი კი იმაში დაადანაშაულა, რომ მოთამაშის ნებართვის გარეშე შაკის კომპიუტერიდან ინფორმაციები მოიპარა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"