"ლეიკერსისგან" განსხვავებით, რომელიც წინა დღეს "ოკლაჰომასთან" შერცხვა, მეორე კალიფორნიულმა კლუბმა მეტ-ნაკლებად ღირსეულად ითამაშა, მაგრამ მოგების შანსი არც მას ჰქონია.
პირველ მეოთხედში "კლიპერსი" ახერხებდა ბრძოლას. ეს ბლეიკ გრიფინისა და კრის პოლის წყვილისა და რამდენიმე კარგი გარღვევის დამსახურება იყო, მაგრამ მეორე მეოთხედიდან მოყოლებული მასპინძლებმა თანდათან დაიწყეს სხვაობის გაზრდა.
ამაში მთავარი წვლილი ტიმ დანკანს მიუძღვის. ისე, როგორც კარიერის საუკეთესო წლებში, ტიმი ამჯერადაც არ იმჩნევდა სამწამიანში მეტოქეების წინააღმდეგობას, მიუხედავად იმისა, რომ ვეტერანის შეჩერებას
შესვენების შემდეგ თამაში იგივე რიტმში მიდიოდა: "კლიპერსი" ძალების მაქსიმალური დაძაბვით თამაშობდა და ცდილობდა, არ ჩამორჩენოდა მეტოქეს, მაგრამ, როგორც კი კალიფორნიელების ტემპი ეცემოდა, ტექსასელები წინ მიიწევდნენ.
შესაძლოა, კრის პოლი ბოლომდე ჯანმრთელი რომ ყოფილიყო, "კლიპერსს" გარკვეული შანსი გასჩენოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, გამთამაშებელი ისევ იტანჯება წინა სერიაში მიღებული ტრავმისგან. ამის შედეგი იყო 13-იდან 3 ჩაგდებული ბურთი, ხუთი შეცდომა და თამაშის წარმართვის ნელი ტემპი.
დამაჯერებელი გამარჯვებით "სპურსი" სერიაში წინ გავიდა, "კლიპერსმა" კი უნდა იმუშაოს იმაზე, რომ თავისი ძლიერი მხარეები არა ცალ-ცალკე, არამედ ერთდროულად წარმოაჩინოს. ამ სერიაში ეს კალიფორნიელთა ერთადერთი შანსია.
სან ანტონიო-კლიპერსი 108:92
29:29, 28:20, 30:23, 21:20
ს-ა: დანკანი (26+10 მოხსნა+2 დაფარება), ჯინობილი (22+3 პასი), ლეონარდი (16+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), გრინი (15+6 მოხსნა+2 დაფარება), დიაო (7+12 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), პარკერი (7+11 პასი), ნილი (5), სპლიტერი (4), ჯექსონი (3+3 პასი), ანდერსონი (3).
კ: ბლედსოუ (23+5 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა), გრიფინი (15+9 მოხსნა+4 პასი+3 დაფარება), ბატლერი (15), იანგი (13), ჯორდანი (7+9 მოხსნა), მარტინი (7+2 დაფარება), პოლი (6+10 პასი+5 ჩაჭრა), უილიამსი (3), ფოიე (3).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (48.8/44.6), სამქულიანები (52/47.4), საჯარიმოები (81/69.2).
სერია: 1-0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"