ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ ახალი სეზონის დებიუტანტების შესახებ საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა. მთავარი კითხვა იყო - "ვინ გახდება სეზონის საუკეთესო დებიუტანტი?" და მოლოდინისამებრ, ყველაზე მეტი ხმა წლევანდელი დრაფტის პირველმა ნომერმა ჯონ უოლმა მიიღო - 38,5 პროცენტი. შემდეგ მოდიან შარშანდელი დრაფტის ლიდერი ბლეიკ გრიფინი - 23.1 პროცენტი (გრიფინს შარშანდელ სეზონში ტრავმის გამო არ უთამაშია), დამარკუს კაზინსი (12.8) და უესლი ჯონსონი (7.7).
შეგახსენებთ, რომ უოლი დრაფტზე "ვაშინგტონ უიზარდსმა" აირჩია. NBA-ის საზაფხულო ლიგის შედეგების მიხედვით, ეს კალათბურთელი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
დაისვა კიდევ ერთი საინტერესო
ყველაზე ათლეტურ დებიუტანტებად ტერიკო უაიტის, პოლ ჯორჯისა და ჯონ უოლის ტრიო მიიჩნიეს, რომლებმაც შესაბამისად, 33.3, 16,7 და 11.1 პროცენტი მიიღეს.
გამოკითხვამ გამოავლინა ამპლუების მიხედვით საუკეთესოები. თავდამსხმელებში ყველას აჯობა ლუკ ბებიტმა, მცველებში - ეივერი ბრედლიმ, გამთამაშებლებში - ჯონ უოლმა.