დენვერი კარმელოს უშვებს

AutoSharing Option

ბოლო დღეებში აქტუალურია "დენვერ ნაგეტსსა" და გუნდის ლიდერ კარმელო ენტონის შორის შექმნილი სიტუაცია, ამიტომაც პრაქტიკულად ყოველდღე გვიწევს NBA-ის ვარსკვლავის სავარაუდო ტრეიდის შესახებ ინფორმაციების მოწოდება.

ახალი ამბავი, რომელიც ESPN-მა გაავრცელა, საკმაოდ საინტერესოა. როგორც ამ ტელეკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, ბოლო დღეებში "დენვერის" ხელმძღვანელობა თანდათან კარმელოს სხვა გუნდში გაშვების ვარიანტისკენ იხრება და ტრეიდის განხორციელებაზე ფიქრობს. ბოლო ორი თვეა "ნაგეტსის"შეფობა მოთამაშესთან მოლაპარაკებას ცდილობდა, ახლა კი ენტონის შენარჩუნებაზე ხელი ჩაიქნია და მზად არის ტრეიდის შესახებ ნებისმიერი კლუბისგან მოისმინოს წინადადება.

"არ ვიცი როდის მოხდება ეს, მაგრამ

"დენვერს" თებერვლამდე მოუწევს გაცვლის ჩატარება", - ამბობს ESPN-თან საუბარში ერთ-ერთი კლუბის გენერალური მენეჯერი.
შეგახსენებთ, რომ კარმელოზე პრეტენდენტებს შორის ყველაზე მეტად "ნიუ იორკი", "ნიუ ჯერსი", "ჰიუსტონი" და "ფილადელფია" აქტიურობენ.

 
ბოსტონს შაკის იმედი აქვს


"ბოსტონ სელტიქსის" მფლობელმა ვიკ გრუსბეკმა თავის კლუბს უახლოეს ორ წელიწადში მე-18 ტიტულის მოგება დაავალა. მისი აზრით, ამ ამოცანის შესრულებაში "სელტიქსს" შაკილ ო'ნილის ტრანსფერი დაეხმარება.
"ამ ცოტა ხნის წინ, კობი ბრაიანტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ შაკზე ერთით მეტი საჩემპიონო ბეჭდის მფლობელია. ამის შემდეგ ჩვენს
გენერალურ მენეჯერს შევთავაზე: "მოდი, შაკილი გავიფორმოთ. ასეც მოხდა!" - ამბობს გრუბსეკი.

"ჩვენ შევინარჩუნეთ 2008 წლის საჩემპიონო გუნდის ბირთვი. მას წელს ჯერმეინ ო'ნილი, შაკილ ო'ნილი და დელონტე უესტი დაემატნენ, რომლებსაც ჩვენს გუნდთან ერთად ჩემპიონობა არ მოუგიათ. მეც და მათ ძალიან გვინდა მე-18 ტიტულის გაფორმება", - დაამატა NBA-ის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მფლობელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული