"კლიპერსი" ისევ ვინი დელ ნეგროსია

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს კლიპერსის" მთავარმა მწვრთნელმა ვინი დელ ნეგრომ კონტრაქტი გააგრძელა კალიფორნიულ კლუბთან" - იტყობინება ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი.

"კლიპერსმა" ამ სპეციალისტის ხელმძღვანელობით გასული სეზონი თავისი არსებობის ისტორიაში მოგება/წაგების საუკეთესო შეფარდებით დაასრულა და მეორედ ისტორიაში გავიდა პლეი ოფის მეოთხედფინალში.

ახალი ხელშეკრულება ერთწლიანია. დელ ნეგრომ "კლიპერსი" 2010 წელს ჩაიბარა და ამ დროის განმავლობაში ლოსანჯელესელებმა მოიგეს 72 მატჩი და 76-ჯერ დამარცხდნენ.

"მოხარული ვარ, რომ გეგმის მიხედვით შემიძლია მუშაობის გაგრძელება. მოთამაშეებს ბევრ შანსს ვაძლევ და მჯერა იმის, რის გაკეთებასაც ერთად ვაპირებთ. მე ვაფასებ
მათ მონდომებას და აგრეთვე, ჩემი თანაშემწეების ძალისხმევას", - აღნიშნა დელ ნეგრომ.

აგრეთვე, დამრიგებელმა აღნიშნა, რომ არ ულაპარაკია "კლიპერსის" ხელმძღვანელობასთან უფრო ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმებაზე.

"ეს ამჟამად ნაკლებად მნიშვნელოვანია. ეს ის ადგილია, სადაც ყოფნა მინდა. უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები მაწუხებს", - აღნიშნა დელ ნეგრომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული