"დეტროიტისა" და "ჩიკაგოს" ყოფილ კალათბურთელს თავისი ყოფილი მეუღლის - მიშელის ვალი დაუგროვდა.
ეს არის 800 ათასი დოლარი, რაც მათი ორი შვილის შესანახად იყო საჭირო. სასამართლო პროცესის დროს კალათბურთელმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას, უბრალოდ, არ აქვს ალიმენტების გადასახდელი ფული.
51 წლის როდმანის თქმით, მას დღემდე უწევს აზიასა და ევროპაში საჩვენებელ მატჩებში მონაწილეობა იმისთვის, რომ საარსებო ფული გამოიმუშავოს.
ამასთან, როდმანმა აღნიშნა, რომ
დენისმა და მიშელმა 1999 წელს გაიცნეს ერთმანეთი. ერთი წლის შემდეგ მათ შეეძინათ ვაჟი დი ჯეი, 2001 წელს კი გაჩნდა ქალიშვილი ტრინიტი. დენისმა და მიშელმა 2003 წელს იქორწინეს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ სპორტსმენის მეუღლემ განქორწინებაზე შეიტანა განცხადება.
NBA-ში როდმანი "დეტროიტის", "სან ანტონიოს", "ჩიკაგოს", "ლეიკერსისა" და "დალასის" რიგებში თამაშობდა. ის ხუთჯერ იყო ასოციაციის ჩემპიონი - ორჯერ "პისტონზისა" და სამჯერ "ბულზის" შემადგენლობაში. 2011 წელს როდმანი NBA-ს დიდების დარბაზში შეიყვანეს.
კარიერის მსვლელობისას და სპორტიდან წასვლის შემდეგაც როდმანს არაერთხელ ჰქონდა საქმე სასამართლოში, მათ შორის, გაუპატიურების ბრალდებით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"