NBA-მ ბენსონთან მოლაპარაკებები 2012 წლის აპრილში დაიწყო. ვარაუდობენ, რომ კლუბის ახალი მფლობელისთვის გადაცემის პროცესი ამ კვირის ბოლოს დასრულდება. ბენსონი, რომელიც ასევე ფლობს NFL-ის (ფეხბურთის ეროვნული ლიგა) კლუბ "ნიუ ორლეან საინტსს", "ჰორნეტსის" სანაცვლოდ 338 მილიონ დოლარს გადაიხდის.
ბენსონმა აგრეთვე ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ის იჯარით აიღებს "ნიუ ორლეან არენას" - მისი კლუბი აქ 2024 წლამდე ჩაატარებს NBA-ს მატჩებს.
2010 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, "ნიუ ორლეანი" NBA-ს
2011-12 წლების სეზონში "ნიუ ორლეანმა" ბოლო ადგილი დაიკავა დასავლეთ კონფერენციაში. "ჰორნეტსმა" 21 გამარჯვება მოიპოვა და 45 მატჩი წააგო.
* * *
NBA-ს ლეგენდარული მოთამაშე, ამჟამად სატელევიზიო ანალიტიკოსი ჩარლზ ბარკლი შეიძლება "ფილადელფიას" გენერალური მენეჯერი გახდეს, - წერს ამერიკული პრესა. ბარკლი ადრე რვა წლის (1984-92) განმავლობაში თამაშობდა "სიქსერზში". 49 წლის სპეციალისტს გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე არ "უთამაშია".
ამ მომენტისთვის "ფილადელფიას" გენერალური მენეჯერის პოსტი ედ სტეფანსკის უკავია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"