"მაიამი ჰიტმა" თავის ისტორიაში მეორედ NBA-ს ჩემპიონატი მოიგო

AutoSharing Option
"მაიამი ჰიტი" ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2012 წლის სეზონის ჩემპიონი გახდა, დაამარცხა რა საშინაო არენაზე ფინალური სერიის ფლეი ოფის მეხუთე მატჩში "ოკლაჰომა სიტი" 121:106.

სერიის საბოლოო ანგარიში სამხრეთელების სასარგებლოდ 4:1 დაფიქსირდა.

სერიის მეხუთე და, როგორც აღმოჩნდა, ბოლო მატჩში გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც "ჰიტის" კალათბურთელებმა 14-ქულიანი უპირატესობით მოიგეს.

რეგულარული სეზონის MVP ლებრონ ჯეიმსმა 26 ქულა მოაგროვა, 13 გადაცემა და 11 მოხსნა შეასრულა. მას უმნიშვნელოდ ჩამორჩნენ ფორვარდი კრის ბოში (24 ქულა) და მაიკ მილერი (23), ასევე მცველი დუეინ უეიდი (20).

სტუმართა შორის
ყველაზე შედეგიანი ფორვარდი კევინ დიურანტი გახდა - 32 ქულით და 11 მოხსნით. მცველებმა რასელ უესტბრუკმა და ჯეიმს ჰარდენმა თავიანთ გუნდს 19-19 ქულა მოუტანეს.

აღსანიშნავია, რომ "მაიამი" NBA-ს ჩემპიონი თავის ისტორიაში მეორედ გახდა. პირველად მსგავს შედეგს გუნდმა 2006 წელს მიაღწია. მაშინ "ჰიტმა" ექვსმატჩიანი სერიის შედეგად "დალას მავერიქსი" დაამარცხა.

გასულ სეზონში ეს გუნდები ჩემპიონის ტიტულისთვის კვლავ იბრძოდნენ, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება დალასელებს დარჩათ.

რაც შეეხება 2012 წლის ფინალური სერიის მეორე მონაწილე "ოკლაჰომას", მისთვის ეს NBA-ს პირველი ფინალი იყო.

ასევე იხილეთ:
NBA. ფინალი: მეფე ტახტს მიუახლოვდა

NBA. ფინალი: "ჰიტი" წინ გავიდა

ლებრონ ჯეიმსმა 29 ქულით და 14 მოხსნით "მაიამი ჰიტი" "ოკლაჰომასთან" ფინალურ სერიაში 2:1 დააწინაურა

NBA. ფინალი: დეჟავიუ განსხვავებული შედეგით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული