მაიკლ ჯორდანის სამარცხვინო ვაჟი

AutoSharing Option
ქალაქ ომაჰას პოლიციამ ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის ვაჟი - მარკუსი დააკავა.

ამის მიზეზი გახდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

უმცროს ჯორდანს ქალაქის გარეუბანში მდებარე სასტუმროში ღამის სამ საათზე ორ ქალთან კონფლიქტი მოუვიდა. სასტუმროს თანამშრომლებმა სცადეს კალათბურთელის დაშოშმინება, მაგრამ ამაოდ.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმაც კი პირველ ჯერზე ვერ მოახერხეს მარკუსის დაოკება. საბოლოოდ ის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს და რამდენიმე საათში ის გირაოს გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს.

გასულ სეზონში უმცროსი ჯორდანი საშუალოდ 13.7 ქულას აგროვებდა UCF-ის შემადგენლობაში. საგულისხმოა, რომ 2009 წლის მარტში მან
თავისი სასკოლო გუნდი "ჩიკაგო უიტნი იანგი" ილინიოსის შტატის ჩემპიონატის ფინალში გამარჯვებამდე მიიყვანა (69:66), როცა ბოლო სამ წუთში ოთხიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო. მარკუსმა 19 ქულა დააგროვა და მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული