რეი ალენი "ჰიტსა" და "კლიპერსს" შორის ირჩევს

AutoSharing Option
"ბოსტონ სელტიქსის" მცველი რეი ალენი ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. ვეტერანი კალათბურთელი უახლოეს დღეებში "მაიამისა" და "კლიპერსის" ოფისებში ვიზიტს აპირებს.

NBA-ს ჩემპიონისთვის ალენი მთავარი მიზანია სატრანსფერო ბაზარზე. რამდენიმე დღის წინ "მაიამის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი თავის "ტვიტერზე" წერდა, რომ იმედი აქვს, მომავალ სეზონში რეისთან ერთად ერთ გუნდში ითამაშებს.

ამასთან, "ჰიტის" ხელმძღვანელობა მზად არის, სამქულიანების რაოდენობით ლიგის რეკორდსმენს 3 მილიონი დოლარი გადაუხადოს - ზუსტად ნახევარი იმ თანხისა, რომელსაც მას "სელტიქსი" სთავაზობს.

"ჰიტის" ხელმძღვანელობა შეშფოთებულია გუნდში სამქულიანების რეალიზაციის დაბალი პროცენტით და ამიტომაც სურს
რეის შეძენა. ალენი ბოლო 16 სეზონიდან 15-ში მინიმუმ 100 სამქულიანს აგდებდა. სულ კარიერაში 2718 შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული