გამთამაშებლები
ჯონ სტოქტონი, მეჯიქ ჯონსონი - რასელ უესტბრუკი, დერონ უილიამსი, კრის პოლი
დავუშვათ, რომ კრის პოლი მართლაც ძალიან კარგია და დღეს, NBA-ის უძლიერეს გამთამაშებელად მიიჩნევა.
მაგრამ ვინ გაბედავს იმის თქმას, რომ ამჟამად ის თავისი დონით კალათბურთის ისტორიაში პირველ და მეორე პლეიმეიკერს შეესაბამება?! უესტბრუკი საერთოდ არ არის ნამდვილი პირველი ნომერი, დერონი კი,
შემტევი მცველები
მაიკლ ჯორდანი, კლაიდ დრექსლერი - კობი ბრაიანტი, ჯეიმს ჰარდენი
ბევრი ლაპარაკი შეიძლება იმის შესახებ, რომ ბრაიანტი - თანამედროვეობის უძლიერესი კალათბურთელია. შეიძლება მისი შედარება ლებრონ ჯეიმსთან, რაც დღეს ძალიან მოდურია. დასაშვებია იმაზე მსჯელობაც, რამდენად დამკვიდრდა ის მეორე ჯორდანის როლში...
მაგრამ ფაქტი იმაშია, რომ თავისი სიდიადით კობიმ მაიკლს ვერ აჯობა. ამ პოზიციაზეც უპირატესობა 1992 წლის გუნდს აქვს - ჯორდანი მაინც ჯორდანია. რაც შეეხება დრექსლერს, არანაირი ეჭვი არ არის იმაში, რომ დღევანდელ NBA-ში ის სუპერვარსკვლავი იქნებოდა. ჰარდენი კი ჯერ სუპერვარსკვლავი არ არის.
მსუბუქი ფორვარდები
ლარი ბერდი, სკოტი პიპენი - კევინ დურანტი, ლებრონ ჯეიმსი, კარმელო ენტონი
ერთადერთი პოზიცია, სადაც დღევანდეო გუნდს უპირატესობა აქვს. ბერდი 1992 წელს აღარ იყო ისეთი ძლიერი, როგორც ადრე. პიპენი რჩებობა პლანეტის უძლიერეს "პოინტ-ფორვარდად", მაგრამ იმ ნაკრებში მას განსხვავებული როლი ჰქონდა - უფრო დაცვაში იყენებდნენ.
დღევანდელ ნაკრებს ამ პოზიციაზე დიდების დარბაზის სამი მომავალი წევრი ჰყავს, ამასთან, სამივე იმდენად ათლეტურია და შესანიშნავი სნაიპერული პოტენციალი აქვს, რომ "წინაპრები" მათ შეჩერებას, ალბათ, ვერ მოახერხებდნენ.
მძიმე ფორვარდები
ჩარლზ ბარკლი, კარლ მელოუნი - ბლეიკ გრიფინი, კევინ ლავი
ლავისადმი და გრიფინისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მათ შანსი არ ექნებოდათ. გამოცდილება, ოსტატობა, ხასიათი - ამ კომპონენტებში უფროსი კოლეგები მათ აუცილებლად აჯობებდნენ.
კევინი და ბლეიკი მხოლოდ ახლა იწყებენ მწვერვალისკენ გზას, "სერ ჩარლზი" და "ფოსტალიონი" კი ბარსელონას ოლიმპიადისთვის აბსოლუტური, ხელშეუხებელი ავტორიტეტები იყვნენ. ბარკლი 1992-93 წლების სეზონში საშუალოდ 25.6 ქულას (თამაშიდან სიზუსტის პროცენტი - 52.0), 12.2 მოხსნას, 5.1 შედეგიან პასსა და 1.8 ჩაჭრას აგროვებდა.
საინტერესო სანახავი იქნებოდა, რას გააწყობდა გრიფინი დაცვაში ასეთი აგრესორის წინააღმდეგ. სხვათა შორის იმ პერიოდში მელოუნის სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო.
ცენტრები
პარტიკ იუინგი, დევიდ რობინსონი - ტაისონ ჩენდლერი
ულაპარაკო, ტოტალური დომინირება. ცნობილია, რომ ჩენდლერი თავს შესანიშნავად იცავს და NBA-ის საუკეთესო დამცველის პრიზის მფლობელია, მაგრამ ლიგის ისტორიაში ორი უძლიერესი შემტევი ცენტრის წინააღმდეგ მას თავისი პრესტიჟის შენარჩუნება გაუჭირდებოდა.
იუინგი და რობინსონი ნამდვილი კოშმარი იყო ნებისმიერი დაცვისთვის, შესანიშნავი სისწრაფე გააჩნდათ და ფარქვეშ ბრძოლაშიც ძლიერები იყვნენ. ჩენდლერი კი ვიწრო პროფილის სპეციალისტია. დამოუკიდებლად მეტოქის ფარზე შეტევის უნარს "საშუალოზე დაბალი" უნდა ვუწოდოთ.
დასკვნა
რომელ უპირატესობაზე ლაპარაკობს ბრაიანტი? იქნებ თავისი გუნდის გამარჯვებაზე საუბრისას, ის მხოლოდ საკუთარი სიდიადის შეგრძნებიდან გამოდიოდა? მასთან კამათს არავინ აპირებს, მაგრამ მაინც არ შეიძლება ბოლომდე "დაბრმავება".
ობიექტურად, როცა ხუთი პოზიციიდან ოთხში უპირატესობა გაგაჩნია, ოსტატობისა და გამოცდილების უპრეცედენტო ნაზავი გაქვს, "დრიმ თიმი" ათი ცდიდან ცხრაში არანაირ შანსს არ დაუტოვებდა დღევანდელ ნაკრებს.
ბოლოს და ბოლოს, შემთხვევით არ უწოდეს ამ ნაკრებს ყველა დროის უდიადესი გუნდი, რომელიც არენაზე გასულა სპორტის ნებისმიერ სახეობაში. მოკლედ, კობი უკან წაიღე შენი სიტყვები!
ჯორდანი: ბევრი ვიცინე
კობის მოსაზრება უკომენტაროდ ვერ დატოვეს მაიკლ ჯორდანმა და ჩარლზ ბარკლიმ. მაიკლმა აღიარა, რომ "ლეიკერსის" ლიდერის სიტყვებმა მას ღიმილი მოჰგვარა.
"დიდი ხანი ვიცინე კობის სიტყვებზე. მისი მხრიდან ამ ორი ნაკრების შედარება არც ისე გონივრული ნაბიჯია.
კობი ამბობს, რომ ჩვენ არასაკმარისად ათლეტურები ვიყავით, სამაგიეროდ, ჭკუით ვთამაშობდით. მან ახსენა მოთამაშეების ასაკი, მაგრამ მე, მაგალითად, მხოლოდ 29 წლის ვიყავი. ფორმის პიკზე ვიმყოფებოდი, ისევე როგორც, ნაკრების პრაქტიკულად ყველა მოთამაშე. არც კი ვიცი, როგორ შეიძლება ამ ორი გუნდის შედარება", - ამბობს ჯორდანი.
მაიკლს ეთანხმება 1992 წლის გუნდის კიდევ ერთი წევრი ჩარლზ ბარკლი: "არ მგონია, რომ კობიმ ამით ჩვენს მიმართ უპატივცემულობა გამოხატა, ამიტომაც არ ვაპირებ მასთან კამათს. თუმცა მეჩვენება, რომ დღევანდელი გამთამაშებლები ჩვენ ვერ გაგვიმკლავდებოდნენ.
კობი ამბობს, რომ ჩვენს გუნდში ვეტერანები თამაშობდნენ. სასაცილოა ამის მოსმენა. რამდენი წლისაა ბრაიანტი? 34-ის? და ის ჩვენ გვიწოდებს "ბებრებს"? ოლიმპიადის დღეებში 28-29 წლისანი ვიყავით.
დღევანდელი ნაკრებიდან კობის, ჯეიმსისა და დურანტის გარდა, ჩვენს გუნდში ვერავინ მოხვდებოდა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"