ამ დროის განმავლობაში ის 58 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. როცა "ლეიკერსში" კარიერას იწყებდა, კობიმ განაცხადა, რომ 35 წლის ასაკში დაასრულებდა კარიერას.
"შესაძლოა ასეც მოხდეს. ეს იქნება ჩემი კონტრაქტის ბოლო წელი. არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ. ამაზე სერიოზულად ჯერ არ მიფიქრია. თუმცა გამორიცხული არაფერია.
შესაძლოა, ამის შესახებ თქვენ მიმდინარე წლის ბოლოს შეიტყოთ. არაერთხელ გინახავთ, რომ მოთამაშეები მიდიან, მაგრამ შემდეგ თავიდან იწყებენ კარიერას. არ
ძალიან რთულია იმ მომენტის განსაზღვრა, როცა წასვლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღო", - განაცხადა ბრაიანტმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"