"ლეიკერსის" ლიდერი პენსიაზე ალაპარაკდა

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერს, 33 წლის კობი ბრაიანტს კონტრაქტის მიხედვით კიდევ ორი წელი დარჩა კალიფორნიულ კლუბთან.

ამ დროის განმავლობაში ის 58 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. როცა "ლეიკერსში" კარიერას იწყებდა, კობიმ განაცხადა, რომ 35 წლის ასაკში დაასრულებდა კარიერას.

"შესაძლოა ასეც მოხდეს. ეს იქნება ჩემი კონტრაქტის ბოლო წელი. არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ. ამაზე სერიოზულად ჯერ არ მიფიქრია. თუმცა გამორიცხული არაფერია.

შესაძლოა, ამის შესახებ თქვენ მიმდინარე წლის ბოლოს შეიტყოთ. არაერთხელ გინახავთ, რომ მოთამაშეები მიდიან, მაგრამ შემდეგ თავიდან იწყებენ კარიერას. არ
მინდა, რომ ჩემს შემთხვევაში ასე მოხდეს.

ძალიან რთულია იმ მომენტის განსაზღვრა, როცა წასვლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღო",
- განაცხადა ბრაიანტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მართლაც ლეგენდარული კალათბურთელია.მინდა რომ კარიერა ისე დაასრულოს,რომ აღებული ქულებით ჯაბარს გადაუსწროს.ეს მართლაც ღირსეული დასასრული იქნება.
irakli
10:04 23-07-2012
0
კობი როცა წავა ძაან ბევრს დაკარგავს ნბა
Blunt
10:24 19-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული