NBA: ფრანგი "მგლებში" არ გაუშვეს

AutoSharing Option
"პორტლენდის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, არ გაუშვას "მინესოტაში" ფრანგი ფორვარდი ნიკოლა ბატუმი.

"ბლეიზერსმა" გაიმეორა "მგლების" საკონტრაქტო წინადადება და 23 წლის კალათბურთელმა თავის ამჟამინდელ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულება 46.5 მილიონ დოლარს შეადგენს.

"მინესოტას" თავისუფალი 14 მილიონი დოლარი აქვს სახელფასო ბიუჯეტში და ის გააგრძელებს შემადგენლობის გაძლიერებისთვის ზრუნვას.

კლუბი უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გამოაცხადებს ბრენდონ როისა და ალექსეი შვედის გაფორმებას. გარდა ამისა, კლუბის ხელმძღვანელობა უმიზნებს ფორვარდებს ჯორდან ჰილსა და გრეგ სტიემსმას, აგრეთვე კორტნი ლისა და რონი ბრიუერს.

* * *
ლიტვური კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავი,
"ლეტუვოს რიტასის" ცენტრი იონას ვალანჩუნასი ოკეანის გაღმა გადაბარგდა. მან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ტორონტოსთან". შეგახსენებთ, რომ კანადურმა კლუბმა ლიტველი შარშანდელ დრაფტზე მეხუთე ნომრად აირჩია.

"მოხარულები ვართ ჩვენს გუნდში იონასის მიღებით. "რეპტორზის" გულშემატკივრები მალე მიხვდებიან, რომ ამ კალათბურთელის ერთწლიანი ლოდინი ამაო არ ყოფილა", - ამბობს "ტორონტოს" გენერალური მენეჯერი ბრაიან კოლანჯელო.

ვალანჩუნასი ამჟამად ლიტვის ნაკრებთან ერთად ლონდონის ოლიმპიადისთვის ემზადება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული