"მოუთმენლად ველოდები იმ მომენტს, როცა ისევ დავიწყებ სირბილს, - ამბობს სააგენტო AP-თან კომენტარში როუზი. - ღმერთი და გულშემატკივრები ჩემს გვერდით არიან. მალე ასი პროცენტით ვიქნები მზად. იმედია, ძველ კონდიციებს დავიბრუნებ და შემდეგ სეზონს უმაღლეს დონეზე ჩავატარებ".
* * *
ეროვნული
თავდაპირველად ლიგას წესებში ამ ცვლილების შეტანა მომავალი სეზონიდან სურდა, მაგრამ გუნდებს დრო სჭირდებათ სპონსორების მოსაძებნად და სარეკლამო ადგილების გასაყიდად, მწარმოებლებმა კი ახალი მაისურები უნდა დაამზადონ და რეალიზაციაში გაუშვან.
ვარაუდობენ, რომ ამ ნაბიჯით NBA დაახლოებით 100 მილიონით გაზრდის თავის შემოსავალს.
* * *
"ორლანდო მეჯიქის" აღმასრულებელი დირექტორი ალექს მარტინესი შაბათს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატს - ჟაკ ვონს შეხვდა. უახლოეს დღეებში ყოფილი კალათბურთელი "ორლანდოს" მფლობელ რიჩარდ დევოსსაც ესტუმრება.
"მეჯიქის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კანდიდატებად ასევე სახელდებიან მაიკლ კარი და ლინდსი ჰანტერი, რომლებიც "ფილადელფიასა" და "ფინიქსში" მთავარი მწვრთნელების ასისტენტები არიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"