ჯეისონ უილიამსს ოპერაცია სჭირდება

AutoSharing Option


"ორლანდო მეჯიქის" გამთამაშებელ ჯეისონ უილიამსს დღეს მარცხენა მუხლზე ართროსკოპიულ ოპერაციას გაუკეთებენ, რის გამოც კალათბურთელი ოთხი კვირა ვერ შეძლებს ვარჯიშს.
"მეჯიქის" მთავარი მწვრთნელის სტენ ვან განდის თქმით, უილიამსმა ხელმეორედ დაიზიანა მუხლი, რომელიც რამდენიმე კვირა აწუხებდა. სავარაუდოდ, 34 წლის გამთამაშებელი მზად იქნება რეგულარული ჩემპიონატის სტარტისთვის.

გარნეტი გამოჯანმრთელდა
"ბოსტონ სელტიქსის" ერთ-ერთი ლიდერი კევინ გარნეტი სრულად გამოჯანმრთელდა და სრულფასოვანი ვარჯიში დაიწყო.
"რაც შეეხება ჩემს ტრავმას, თავს გაცილებით კარგად ვგრძნობ. ბოლო ვარჯიშმა შესანიშნავად ჩაიარა", - განაცხადა გარნეტმა.
"დღეს კევინი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ჩემი აზრით, ის უფრო

აგრესიული და ფეთქებადი გახდა", - ამბობს "ბოსტონის" მთავარი მწვრთნელი დოკ რივერსი.
შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონში მოხსნების მხრივ გარნეტს სერიოზული კონკურენტები ეყოლება. გლენ დევისსა და კენდრიკ პერკინსს ჯერმეინ და შაკილ ო'ნილები დაემატნენ.

ნიქსი პარკერზე ფიქრობს
"ნიუ იორკ ნიქსი" კვლავაც შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნავს და ამჯერად "სან ანტონიო სპურსის" გამთამაშებელ ტონი პარკერს დაადგა თვალი.
მართალია, ნიუიორკელთა მთავარი მიზანი "დენვერის" ლიდერის კარმელო ენტონის გადაბირებაა, ეს კლუბი ასევე პარკერის ვარიანტის განხორციელებაზეც მუშაობს. შეგახსენებთ, რომ ფრანგი გამთამაშებელი 2011 წელს გახდება თავისუფალი აგენტი.
გუშინდელ ნომერში ვწერდით, რომ თავად ტონი დაინტერესებულია "სან ანტონიოსთან" კონტრაქტის გახანგრძლივებით.

მილუოკიმ სკინერი დაიმატა
"მილუოკი ბაქსის" გენერალურმა მენეჯერმა ჯონ ჰემონდმა დაადასტურა ცენტრ ბრაიან სკინერთან კონტრაქტის გაფორმება.
34 წლის ვეტერანმა შარშანდელი სეზონი "ლოს ანჯელეს კლიპერსში" გაატარა. ის საშუალოდ 8 წუთს თამაშობდა და 1.6 ქულასა და 1.7 მოხსნას აგროვებდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული