რიოში საუკეთესოებს ვნახავთ

AutoSharing Option
როგორც ჩანს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე მამაკაცთა საკალათბურთო ტურნირის წესები არ შეიცვლება.
Sports Illustrated საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ნაკლებად სავარაუდოა მომავალი ოლიმპიადისთვის ასაკობრივი ლიმიტის დაწესება.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია, კერძოდ კი ლიგის კომისარი დევიდ სტერნი მამაკაცთა ოლიმპიურ ტურნირზე ასაკობრივი ცენზის დაწესებას ლობირებს. სწორედ ასეთი წესი მოქმედებს ოლიმპიურ ფეხბურთში, სადაც მონაწილეობას იღებენ 23 წლამდე ასაკის მოთამაშეები.

ამასთან, NBA მზად არის ითანამშრომლოს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან მსოფლიოს ჩემპიონატის პრესტიჟის გასაძლიერებლად. იქ არანაირი ასაკობრივი ლიმიტი არ იმოქმედებს.

თუმცა იტყობინებიან, რომ ასეთი ლიმიტის შემოღება 2016
წლის ოლიმპიადისთვის თითქმის გამორიცხულია. ამას ეწინააღმდეგებიან თავად აშშ-ის ნაკრების დღევანდელი მოთამაშეები.

გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება უნდა მოახდინოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და 213-მა ეროვნულმა კომიტეტმა. ამავდროულად, არ გამორიცხავენ, რომ NBA თავისას მაინც მიაღწევს და 2016 წლის ოლიმპიადა ბოლო იქნება, რომელშიც ნებისმიერი ასაკის კალათბურთელს შეეძლება გამოსვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული