"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ვარსკვლავი ფილმში ვამპირის როლს შეასრულებს

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ვარსკვლავი მეტა უორლდ პისი ვამპირის როლს შეასრულებს ფილმში, რომლის სახელწოდებაა - Real Vampire Housewives.

ფილმის რეჟისორისა და სცენარისტის, ანდრე ჯეტმირის თქმით, კალათბურთელის გარეგნობა და ხასიათი იდეალურად ერგება ამ როლს.

შეგახსენებთ, რომ უორლდ პისი აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს ფილმი "მეთერთმეტე მსხვერპლის" გადაღებებში. ეს გახლავთ ნენსი გრეისის რომანის ეკრანიზაცია. სურათის პრემიერა 2012 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.

მეტა უორლდ პისი (ადრე მას რონ არტესტი ერქვა) თავისი ჭირვეული ხასიათითა და მუდმივი სკანდალებით არის ცნობილი.

მან გასულ სეზონშიც "გამოიჩინა" თავი, როცა იდაყვი ჩაარტყა "ოკლაჰომას"
მცველ ჯეიმს ჰარდენს, რის გამოც უორლდ პისმა შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული