ლებრონ ჯეიმსიც ჩინეთში წავიდა

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მთავარმა ვარსკვლავმა - ლებრონ ჯეიმსმა ტრადიციას არ უღალატა და მეშვიდედ მოაწყო პირადი ტურნე ჩინეთში.

"მაიამი ჰიტის" ლიდერი ამ ქვეყანაში განსაკუთრებით პოპულარულია. ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა, როცა ლებრონი პეკინის ტანვარჯიშის დარბაზში გამოჩნდა და მას რამდენიმე ათასი ფანი გამაყრუებელი ყიჟინით მიესალმა.

წლევანდელი ტურნე ჯეიმსისთვის განსაკუთრებულია - ის პირველად ჩავიდა ჩინეთში NBA-ს ჩემპიონის რანგში. და საერთოდაც, ლებრონს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა - ტიტულის მოგების გარდა, ის გახდა NBA-ს ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე, ცოტა ხნის წინ კი კარიერაში მეორე ოლიმპიური ოქრო
მოიპოვა.

"თავს უდიადეს ადამიანად ვგრძნობ. თქვენ იცით, რომ მოვიგე NBA-ს ჩემპიონატი, პლეი ოფის გადამწყვეტი მატჩები, ფინალის MVP გავხდი და ამას დავუმატე ოლიმპიადის ოქროს მედალი. ეს ყველაფერი ერთ წელიწადში მოხდა და ჩემი ოცნებაც ასრულდა. ეს საოცარი იყო", - გამოაცხადა დარბაზში ჯეიმსმა.

ლებრონი ჩინეთში რამდენიმე აქციაში მიიღებს მონაწილეობას - ერთ-ერთი იქნება საკალათბურთო გალა-საღამო სახელწოდებით - "იპოვნე შენი სიდიადე". ოთხი დღის განმავლობაში მაიამელი ორ ქალაქს - პეკინსა და შანხაის ეწვევა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ტურნე ჰქონდა კობი ბრაიანტსაც, რომელმაც ერთ-ერთი საჩვენებელი მატჩის დროს 15 წუთში 68 ქულა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული